"ორლანდოს" ბითაძე დაუბრუნდა - "მეჯიქი" "მაიამისთან" ოვერტაიმში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ორლანდო მეჯიქი" "მაიამი ჰიტთან" ოვერტაიმში 119:125 დამარცხდა. ტრავმის გამო ორკვირიანი უქმობის შემდეგ, "მეჯიქს" გოგა ბითაძე დაუბრუნდა. იგი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 22 წუთით ითამაშა, რა დროშიც 10 ქულა, 9 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი და 1 დაფარება მიითვალა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე "ჰიტის" ლიდერი ტაილერ ჰირო გახდა, მსროლელმა 48 წუთში 30 ქულა, 8 მოხსნა და 12 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

"ორლანდოდან" ყველაზე შედეგიანი ფრანც ვაგნერი გახლდათ, გერმანელმა კალათბურთელმა 40 წუთში 29 ქულა, 8 მოხსნა და
3 ასისტი დააგროვა.

ამრიგად, "მეჯიქი" 24 გამარჯვებითა და 24 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს, ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 31 იანვარს სტუმრად "პორტლენდთან" გამართავს.

altბითაძემ თავის გუნდს ულიდერა - "ორლანდო" "მინესოტასთან" დამარცხდა [VIDEO]

altბითაძე და პორზინგისი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - ქართველი მოედნიდან გააძევეს [VIDEO]

altეს რა იყო! - ბითაძემ ანტეტოკუნმპოს გადაატენა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული