"ბითაძე "იუტასთან" კვლავ სასტარტოში იყო - "ორლანდო" კვლავ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ორლანდო მეჯიქი" "იუტა ჯაზთან" 99:113 დამარცხდა, აღსანიშნავია, რომ "მეჯიქი" ბოლო 5 თამაშიდან 4-ში დამარცხდა.

"ორლანდოს" ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო, მან მოედანზე 15:54 წუთი გაატარა, რა დროშიც 3 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე კოლინ სექსტონი გახდა, რომელმაც 22 ქულა, 5 მოხსნა და 8 შედეგიანი პასი დააგროვა.

ამრიგად, "ორლანდო მეჯიქი" 24 მოგებითა და 26 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს, "მეჯიქი" მომდევნო შეხვედრას 4 თებერვალს
"გოლდენ სტეიტთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
საერთოდ აღარ უტევს ფარს არ ვიცი ეშინია თუ მწვრთნელის დავალებაა @ მარტო მაშინ აგდებს როცა ალეუპს უწევენ ან მარტო რომ რჩება ფართან რა ხდებაა ??
zura222
11:41 02-02-2025
0
დაბრუნდნენ ორი ეგოისტი და თავის თავისთვის მოთამაშე ბუნკერო და ვაგნერი და დაიწყეს ისევ წაგებები, მათ გარეშე ყველა მოთამაშე აგროვება ქულებს და იგებდნენ.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული