მამუკელაშვილმა ორჯერ გაათანაბრა ანგარიში: ჯერ ორქულიანს პლუს საჯარიმოთი ანგარიში 92:92 გახადა, შემდეგ ორქულიანი მიითვალა და 94:94 დააფიქსირა. დასრულებამდე 5:15 წუთით ადრე
სანდრომ 3-დან 3 ორქულიანი 30დან 1 სამიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო. მისი სრული სტატისტიკა ასე გამოიყურებოდა: 10 ქულა, 2 მოხსნა, 1 დაკარგვა, 1 პერსონალური ჯარიმა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ვიქტორ ვემბანიამას, რის გამოც ქულები გუნდის წევრებზე გადანაწილდა: 6-მა კალათბურთელმა მიაღწია 10-ქულიან ზღვარს, თუმცა 20-ზე არავინ ასულა. საუკეთესო 19 ქულით კელდონ ჯონსონი იყო.
ცუდად აქვს საქმე ორლანდო მეჯიქს, სადაც გოგა ბითაძე სასტარტოში თამაშს კი აგრძელებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც გუნდს ლიდერები დაუბრუნდნენ, შედარებით ჩრდილში მოექცა. პაოლო ბანკერო და ფრანც ვაგნერი ყოჩაღი ბიჭები არიან და ბევრ ქულასაც აგდებენ, მაგრამ გუნდის შედეგებზე ეს საერთოდ არ ისახება. ბოლო 9 თამაშიდან ორლანდომ 8 წააგო. როცა ვაგნერი და ბანკერო არ იყო, პირიქით იყო – ორლანდო თამაშები 70 პროცენტზე მეტს იგებდა და ბითაძეც ორმაგ მოხსნას ორმაგ მოხსნაზე აცხობდა.
ორლანდომ მორიგი მარცხი სოლტ ლეიკ სიტიში, იუტა ჯაზთან განიცადა – 99:113. ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო, მოედანზე 16 წუთი გაატარა და მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 3 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება, 0 დაკარგვა. გოგამ 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და 50-პროცენტიანი სიზუსტით ესროლა 2 საჯარიმოც.
GBF
ლიდერების გარეშე,ორლანდო გუნდურ კალათბურთს თამაშობს და წარმატებებსაც აღწევს.როგორც კი ლიდერები ბრუნდებიან,დანარჩენები საკუთარ თავზე ბევრს აღარ იღებენ და მიუხედავად ლიდერების შედეგიანობისა,მთლიანად გუნდი მაინც უარესად გამოდის.მწვრთნელებს, მგონი ფსიქოლოგიაზე აქვთ სამუშაო.