ბითაძის 27 წუთი და გამარჯვება 1 ქულით - "ორლანდომ" "სან ანტონიო" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ორლანდო მეჯიქმა" "სან ანტონიო სპურსი" 112:111 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებში გოგა ბითაძემ ტრადიციულად ძირითად ხუთეულში ითამაშა, ქართველმა ცენტრმა მოედანზე 26:21 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 9 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ფრანც ვაგნერი გახდა, "ორლანდოს" ლიდერმა 38:06 წუთში 33 ქულა, 12 მოხსნა და 5 ასისტი დააგროვა.

"სან ანტონიოდან" ვიქტორ ვემბანიამამ 30:57 წუთში საკუთარ გუნდს 18 ქულა, 9 მოხსნა, 4 შედეგიანი პასი და 4 დაფარება შესძინა.

აღნიშნულ მატჩში "სპურსის" ქართველ კალათბურთელ
სანდრო მამუკელაშვილს მონაწილეობა არ მიუღია.

"ორლანდო" 26 გამარჯვებითა და 28 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა, ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი 11 თებერვალს "ატლანტა ჰოუქსს" შეხვდება.

ამრიგად, "სპურსი" 22 მოგებითა და 28 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს, "ტეხასელები" 11 თებერვალს "ვაშინგტონ ვიზარდსს" დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 6 /
არა აქვს ლიდერული თვისებები და არც ავანტიურისტია ამ სიტყვის კარგი გაგებით. ეტყობა რომ ცდილობს ზედმიწევნით შეასრულოს მწვრთნელის დავალება. მგონია, ვერასოდეს გაიბრწყინებს და დარჩება ერთ საშუალო დონის ცენტრად. უჭირს მძიმე ცენტრებთან თამაში, იოკიჩმა დაჩაგრა ძალიან, აი ვებმანიამასთან კი არაუშავდა, რადგან ისიც სუსტია ფიზიკურად. სამიანებს საერთოდ არ ისვრის, არადა შეუძლია. რა ვიცი, 2 ქულა მართლაც ცოტაა ძირითადის ცენტრისთვის. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს. მამუც ძალიან იჩაგრება, არადა გოგაზე მეტი პოტენციალი და სპორტული თავხედობა აქვს, იმედია ჩაჯდება ძირითადში, სპურსში თუ არა, სხვაგან მაინც.
გიგო პაპა
12:48 09-02-2025
0
რა ხდება, გოგას კალათში ტყორცნა აუკრძალეს?
aburjga
12:13 09-02-2025
1

სიახლეები პოპულარული