10:02 11-02-2025
ბითაძის 4 დაფარება - "ორლანდო" "ატლანტასთან" დამარცხდა [VIDEO]
AutoSharing Option
მასპინძელთა რიგებში გოგა ბითაძე ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ, ქართველმა ცენტრმა მოედანზე 16:37 წუთი გაატარა, ბითაძემ 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება მიითვალა, ფარს კი მხოლოდ ერთხელ შეუტია, თუმცა ქულის მოპოვება ვერ მოახერხა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ტრეი იანგი გახდა, "ატლანტას" ლიდერმა 36:35 წუთში 19 ქულა, 5 მოხსნა და 8 ასისტი დააგროვა.
"ორლანდოდან" ფრანც ვაგნერმა 37:41 წუთში საკუთარ გუნდს 37 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი შესძინა.
ამრიგად, "ორლანდო" 26 მოგებითა და 29 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს, ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 13 თებერვალს "შარლოტ ჰორნეტსის" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ამისთანა კალათბურთი ნამდვილად არც მინახავს და არც გამიგონია, კაცს კალათში ბურთის ტყ=ორცნა აკრძალული აქვს?!
0
0
დაცვაში გადავიდა?
3
1
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ


უძრავი ქონება


სიახლეები
პოპულარული
