საოცარ ბრძოლაში ფანტასტიკურად მოგებული მატჩი. გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" სტუმრად, "მურსიასთან" 78:77 იმარჯვა ისე, რომ ძირითადი დროის დასრულებამდე 0.8 წამით ადრე 2 ქულით აგებდა. ასეთ სიტუაციაში მყოფი გუნდის მოგება დიდი ვერაფერი ამბავია, ასეთები ძალიან ხშირად ხდება, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა 2 ქულას აგებ, 0.8 წამი რჩება და მეტოქე საჯარიმოს ესვრის.

თუ როგორ მოხდა ყველაფერი, წარმოდგენილ ვიდეოში ნახავთ, აქ კი ვიტყვით, რომ "მურსიელმა" საჯარიმო სროლის შემდეგ ხაზი ნაადრევად გადაკვეთა და მოხდა შემდეგი რამ: დრო არ ჩაირთო, რადგან დარღვევა დაფიქსირდა და ბურთი დაცვაში მყოფ გუნდს, ამ შემთხვევაში ტენერიფეს გადაეცა. მერე უკვე ყველაფერი კლასიკურად მოხდა: წუთშესვენება, ბურთის გამოსატანად ცხადია მეტოქის ნახევრის არჩევა და … დევიდ კრამერმა შეასრულა. მიღებული ბურთი მყისიერად "მურსიელთა" ფარისკენ გაუშვა, რომელიც კალათში ჩაეშვა და ტენერიფელთა გამარჯვებაც დაფიქსირდა.

ამ ფანტასტიკური ფინალის მქონე მატჩში შერმადინმა არასრული 22 წუთი ითამაშა და 9 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. სტატისტიკა ერთი შეხედვით არ ბრწყინავს, თუმცა ქართველი ცენტრის მონაგარი "ტენერიფელთაგან" შედეგიანობით მეორე იყო. შერმადინმა თამაშიდან ბურთი არ ააცილა: 3-დან 3 ორიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, რამაც მისი სარგებლიანობის ინდექსი გვარიანად, 18-ამდე აქაჩა. ამ მაჩვენებლით კი საუკეთესო მარსელინიო ჰუერტასი იყო, რომელმაც 28 ქულა და 7 პასი მიითვალა.

15 მოგებითა და 5 მარცხით ტენერიფე მე-2 ადგილზე მყოფ "უნიკახას" გაუთანაბრდა. ესპანეთის ჩემპიონატში 1 მარტამდე შესვენება იქნება. მანამდე ესპანეთის სამეფო თასის თამაშები და სანაკრებო ფანჯარაა. შერმადინი თასის თამაშებს რომ დაასრულებს, საქართველოს ნაკრებში გამოემგზავრება.

GBF

ლევან
"თუ როგორ მოხდა ყველაფერი, წარმოდგენილ ვიდეოში ნახავთ". აბა სადაა ვიდეო?
შენგელიას პირადსარეკორდო 31 ქულა, მატჩისა და ფინალის MVP-ის პრიზები და რა თქმა უნდა, ჩემპიონობა!
სამწუხარო ამბავი - შენგელიას თანაგუნდელს სიმსივნე აღმოაჩნდა
შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | "ტენერიფემ" "ვალენსიასთან" სერია 0:3 დათმო
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
"ბოტაფოგო" შევაშინეთ - "სიეტლ საუნდერსის" მწვრთნელი "ატლეტიკოს" ბრძოლას ჰპირდება
[VIDEO] არის! გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
შეთანხმებასთან ახლოს - დონარუმა პსჟ-ისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს
"იტალიამ თავისი მენტალიტეტი უნდა დაიბრუნოს" - გატუზოს პირველი კომენტარი "სკუადრა აძურას" მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ
თუშიშვილი VS ტასოევის ფინალის მოლოდინში - მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე დღეს ორი ქართველის მოლოდინში
სვანაძე: მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე გვქომაგობდა
"ლივერპულმა" მეკარე იჯარით "აიაქსში" გაუშვა
"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
მექვაბიშვილი უპირველესი სამიზნეა - ბელგიური კლუბი ძველი დიდების დაბრუნებას გეგმავს
კიდევ ერთი ქართველი ფრანგულ გუნდში? - ტრანსფერით კლუბის პრეზიდენტია დაინტერესებული
სამაგალითო სპორტსმენი - როგორია საზონოვის მდგომარეობა
კონფერენს ლიგაზე საქართველოს თასის მფლობელის მეტოქე გაირკვა
"სენტ-ეტიენმა" "ბეშიქთაშს" დავითაშვილში სატრანსფერო ფასზე ორჯერ მეტი თანხა მოსთხოვა
სულამანიძე შერაზადიშვილთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა
"არსენალი" როდრიგოს არ ეშვება - "რეალი" ბრაზილიელის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს ითხოვს
სერხიო რამოსი: "ოქროს ბურთს" მას მივცემდი...
ნეიმარი: ხალხს ჰგონია ყოველ დღე ვერთობი, ასე არაა...
იამალი სკანდალში გაეხვია - ვინ არის ესპანელის 30 წლის შეყვარებული, რომელსაც მოკვლით ემუქრებიან?
ჩანაწერები ევრო 2024-დან: მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...
შერმადინის შედეგიანობა ვალენსიასთან გამარჯვებით ვერ დაფასდა
შერმადინი "სარაგოსასთან" მატჩის MVP გახდა - ქართველის მორიგი კარგი მატჩი ლიგა ენდესაში [VIDEO]
შერმადინის 10 ქულა და "ტენერიფეს" ზედიზედ მე-5 მოგება ჩემპიონთა ლიგაში
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "გრანადა" "ტენერიფესთან" დამარცხდა
შერმადინის მორიგი კარგი მატჩი - "ტენერიფე" პლეი-ოფს გამარჯვებით იწყებს
შერმადინმა "ბარსელონასთან" გაიბრწყინა - "ტენერიფემ" ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი გასვლაზე დაამარცხა [VIDEO]
[VIDEO] შერმადინის კარგი მატჩი - "ტენერიფემ" ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა
შერმადინის 10 ქულა "რეალთან" | "ტენერიფემ" ლიდერთან ლიდერობის შანსი ვერ გამოიყენა
"ანდორასთან" ორმაგი დუბლით შერმადინი ესპანეთის ლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა