10:00 10-03-2025
მამუკელაშვილმა "მინესოტასთან" 14 წუთი ითამაშა - "სპურსი" მორიგ შეხვედრაში დამარცხდა [VIDEO]
AutoSharing Option
ტეხასელთა რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 14 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე "ტიმბერვულვზის" ლიდერი ენტონი ედვარდსი გახდა, ამერიკელმა 30 წუთში 25 ქულა, 3 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი დააგროვა.
"სპურსიდან" დ'ეარონ ფოქსმა საკუთარ გუნდს 27 წუთში 22 ქულა, 2 მოხსნა და 3 ასისტი შესძინა.
ამრიგად, ვიქტორ ვემბანიამას გარეშე დარჩენილი "სან ანტონიო" 26 მოგებითა და 36 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს, "სპურსი" მორიგ შეხვედრას 11 მარტს "დალას მავერიქსის" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ


უძრავი ქონება


სიახლეები
პოპულარული

