მამუკელაშვილმა "მინესოტასთან" 14 წუთი ითამაშა - "სპურსი" მორიგ შეხვედრაში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "სან ანტონიო" "მინესოტას" დაუპირისპირდა და 124:141 დამარცხდა.

ტეხასელთა რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 14 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე "ტიმბერვულვზის" ლიდერი ენტონი ედვარდსი გახდა, ამერიკელმა 30 წუთში 25 ქულა, 3 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი დააგროვა.

"სპურსიდან" დ'ეარონ ფოქსმა საკუთარ გუნდს 27 წუთში 22 ქულა, 2 მოხსნა და 3 ასისტი შესძინა.

ამრიგად, ვიქტორ ვემბანიამას გარეშე დარჩენილი "სან ანტონიო" 26 მოგებითა და
36 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს, "სპურსი" მორიგ შეხვედრას 11 მარტს "დალას მავერიქსის" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული