სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ის ყველა დროის რეკორდი მოხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"სან ანტონიო სპურსმა" "ნიუ იორკ ნიქსს" უმასპინძლა და 120:105 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილი გახდა, ქართველმა კალათბურთელმა არასრულ 20 წუთში 34 ქულა, 9 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა. იგი გახდა პირველი ქართველი კალათბურთელი, რომელმაც NBA-ში ამ რაოდენობის აღებული ქულები დააგროვა, ასევე მამუკელაშვილმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის რეკორდი მოხსნა და 20-ზე ნაკლებ წუთში ყველაზე მეტი (34) ქულა დააგროვა.

NBA-ის ისტორიაში აქამდე სულ 3 შემთხვევა იყო, როცა მოთამაშემ 30+ქულის დაგროვება 20 წუთზე ნაკლებ დროში მოახერხა:

ჯეილენ ბრაუნი - 33
ქულა
კევინ ლავი - 32 ქულა
კევინ დურანტი 30 ქულა

სანდრომ მეტოქის კალათში 7-დან 7 სამქულიანი მოათავსა, ქართველმა თამაშიდან 14-ჯერ ტყორცნა, საიდანაც მხოლოდ ერთი გააცუდა.

"ნიქსიდან" კარლ ენტონი თაუნსმა 35 წუთში 32 ქულა, 9 მოხსნა და 2 ასისტი დააგროვა.

"სპურსიდან" ასევე სტეფონ ქასლი გამოირჩა, რომელმაც საკუთარ გუნდს 27 წუთში 22 ქულა, 3 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი შესძინა.

ამრიგად, "სან ანტონიო" 29 გამარჯვებითა და 39 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს, "სპურსი" მორიგ შეხვედრას 22 მარტს "ფილადელფია 76"-ის წინააღმდეგ გამართავს.

"ნიუ იორკი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა, "ნიქსი" 21 მარტს "შარლოტ ჰორნეტსს" შეხვდება.

altმამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიომ" "ნიუ ორლეან პელიკანსი" დაამარცხა [VIDEO]

altმამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი - "სან ანტონიო" "შასრლოტთან" დამარცხდა [VIDEO]

altმამუკელაშვილის 22 წუთი - "სან ანტონიო" "დეტროიტთან" დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 24 /
34 ქულა,ნბას ნებისმიერი კალათბურთელისათვის კარგ შედეგად ჩაითვლება,მაგრამ როცა ნბას ყველა დროის რეკორდს ამყარებ,ქართველისაგან ეს უკვე ფანტასტიკაზე მეტია!შვიდიდან შვიდი სამქულიანი კი,თვით სტეფ კარისაც,კარიერაში,ალბათ თითზე ჩამოსათვლელად ექნება შესრულებული.ღმერთმა ქნას,ტალღაზე დარჩეს და გააგრძელოს ასე შედეგიანად თამაში!ბრავო!
სოსო
12:48 20-03-2025
0
ასეთი მატჩი ჯერ არცერთ ქართველს არ ქონია ნბა-ში, არც ფაჩულიას, არც სტეფანიას და არც არავის
დათი
12:32 20-03-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული