ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "დენვერ ნაგეტსი" სტუმრად გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 ნოემბერს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "დენვერ ნაგეტსი"  ანგარიშით 127:108 გაანადგურა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე საერთო ჯამში 14 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ზაზამ 8 ქულა, 5 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ფაჩულიამ 5-დან 4 ორქულიანი ჩააგდო.

"უორიორსს" კევინ დურანტმა ულიდერა, რომელმაც შეხვედრაში ყველაზე მეტი, 25 ქულა ჩააგდო, რასაც 7 პასი და 7 მოხსნა მიამატა. სტეფ კარიმ 22 ქულა ჩააგდო, ხოლო კლეი ტომპსონმა - 15. დრეიმონდ გრინმა კი 15 ქულა მოიპოვა, რასაც 8 პასი და
7 მოხსნა მიამატა.

ამ მოგებით "გოლდენ სტეიტმა" დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

ზაზა ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს 7 ნოემბერს, ჩვენი დროით 07:30 საათზე "მაიამი ჰიტთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმოუდგენელ კალათბურთს თამაშობს გოლდენი, ლებრონის პატივისცემის მიუხედავად წელსაც ჩემპიონი მებრძოლებიიქნებიან დიდი ალბათობით, როცა უნდა იგებენ, როცა უნდა აგებენ ..
Chaachi
13:46 05-11-2017
1
პროვოკატორი კოკოითი ჯიშის ტროლის ტრადიციული ბოღმა ნარევი წაცანცარება აკლია აქაურობას.
მოკვდა ალბათ?
11:02 05-11-2017
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული