კრისტაპს პორზინგისი ღამის კლუბში ქერათმიან გოგონასთან ერთად დააფიქსირეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ნიუ იორკ ნიქსის" ახალგაზრდა მძიმე ფორვარდი კრისტაპს პორზინგისი ღამის კლუბში ქერათმიან გოგონასთან ერთად დააფიქსირეს.

22 წლის ლატვიელმა ნიუ-იორკის ღამის კლუბში გართობა "მემფის გრიზლისთან" თამაშის შემდეგ მოისურვა და არაერთი გულშემატკივრის ყურადღებაც დაიმსახურა.

მედიისთვის ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ტიპის ურთიერთობა აკავშირებს ამ გოგონას NBA-ს ვარსკვლავთან.

პორზინგისს მარცხენა ფეხის ტრავმის გამო 11 იანვრის შემდეგ არ უთამაშია, "მემფისთან" დაბრუნება კი 18 ქულითა და 5 მოხსნით აღნიშნა. მატჩი "ნიქსის" გამარჯვებით, 99:88
დასრულდა.

ამ სეზონში პორზინგისის საშუალო მონაგარი 25.4 ქულას და 6.7 მოხსნას შეადგენს.

12 გამარჯვებითა და ამდენივე მარცხით ჯეფ ჰორნაჩეკის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს და საპლეიოფო ზონაში მყოფ "ფილადელფია სიქსერსს" 1 მოგებით ჩამორჩება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ტუტუჩი..
QARTVELI
11:45 09-12-2017
0
ხედავთ უკვე როგორ უკვირთ ბიჭს გოგოსთან რომ დააფიქსირებენ
Zorbegi
23:27 08-12-2017
0

სიახლეები პოპულარული