NBA. მატჩები: დურანტის გამარჯვების ორქულიანი, პარკერმა ბრაიანტს გაუსწრო [VIDEO]

AutoSharing Option
19 დეკემბერს NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩები გაიმართა.

ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" ესტუმრა და ანგარიშით 116:114 დაამარცხა. "უორიორსმა" მასპინძლები ოვერტაიმში გატეხა.

ქართველ ცენტრს ტრავმის გამო არ უთამაშია. სავარაუდოდ, ფაჩულია 21 დეკემბერს "მემფისთან" საშინაო მატჩში დაბრუნდება. შეგახსენებთ, რომ ზუსტად ამ მატჩს გახსნის ანსამბლი "შვიდკაცა", რომელიც ამერიკის ჰიმნს შეასრულებს, ხოლო დიდ შესვენებაზე - რამდენიმე ქართულ სიმღერას. შეხვედრა ჩვენი დროით 07:30 საათზე დაიწყება.

რაც შეეხება მატჩს, ოკლენდელებს კევინ დურანტმა ულიდერა, რომელმაც 36 ქულა, 11 მოხსნა და 8 პასი მოაგროვა. სწორედ
დურანტის ორქულიანმა მოუტანა გამარჯვება სტუმრებს. ორმაგი დუბლი გაიფორმეს ასევე კლეი ტომპსონმა და ომრი კასპიმ. ტომპსონმა 17 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, ხოლო კასპიმ 14 ქულა და 10 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.


"ბოსტონმა" სტუმრად "ინდიანა" 112:111 დაამარცხა. ვიქტორ ოვლადიპომ შეხვედრაში ყველაზე მეტი, 38 ქულა ჩააგდო, ხოლო "ბოსტონს" 30 ქულით კაირი ირვინგმა ულიდერა. "სელტიქსი" კი აღმოსავლეთ კონფერენციაში 26 მოგებით პირველია.


"ჰიუსტონმა" შინ "იუტა" 120:99 გაანადგურა, რაც "როკეტსის" ზედიზედ მე-14 გამარჯვებაა. "ჰიუსტონი" დასავლეთ კონფერენციას 25 მოგებით ლიდერობს.


"სან ანტონიმ" საკუთარ მოედანზე "კლიპერსი" ანგარიშით 109:91 დაამარცხა. შეხვედრაში ყველაზე მეტი, 19 ქულა ლამარკუს ოლდრიჯმა მოიპოვა, ხოლო ტონი პარკერმა 16 ქულა მიითვალა. კავაი ლეონარდმა კი 15 წუთში 7 ქულა ჩააგდო.


აღსანიშნავია, რომ ტონი პარკერმა კარიერაში გამარჯვებების რაოდენობით კობი ბრაიანტს გაუსწრო. "კლიპერსთან" მოგება პარკერისთვის კარიერაში 837-ე აღმოჩნდა. ლიგაში ეს მე-8 მაჩვენებელია.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

დალასი-ფინიქსი 91:97
ჩიკაგო-ფილადელფია 117:115
მინესოტა-პორტლენდი 108:107
ოკლაჰომა-დენვერი 95:94
ატლანტა-მაიამი 110:104
შარლოტი-ნიუ იორკი 109:91
მკითხველის კომენტარები / 2 /
საოცარი თამაში გამოვიდა გოლდენ სტეიტსა და ლეიკერსს შორის.ვიღაცა ნახავს სტატისტიკას და იტყვის დიურანტმა მაგრად ითამაშაო,არადა დიურანტმა,ტომპსონმა,ასევე ლეიკერსმა საშინლად ითამაშეს,ალბათ მეც კი უფრო ზუსტად ვესროდი კალათში ვიდრე ისინი ისროდნენ,დიურანტი მხოლოდ ჯარიმებს ჰყრიდა ზუსტად,დანარჩენი კი ორივე მხრიდან, ფარქვეშიდანაც კი აცდენდნენ კალათს.თუმცა ეს იყი ძირითად დროში, დაიწყო მეხუთე ტაიმი და დიურანტმა ყველაფერი ჩააგდო,სამიანი,ორიანი,ყველაფერი რაც ესროლა და მატჩიც.
სოსო
19:53 19-12-2017
0
მოუთმენლად ველოდებით.

შიბლაუსკასი ტროლი სათვალავში არაა, სულ ცოტა ხანში ან საღამოსთვის, მეორე შიბლაუსკსი აქაური ხელისშემწყობი რომ მოუვა, ტრადიციულად წაუცანცარებს მინიმუმ ხუთი ნიკით.
ამერიკა, ნბა, ზაზა, შვიდკაცასგან ამერიკის ჰიმნის შესრულება ხომ, მისი "პუტინოიდური" შიზოფრენიული სიძულვილის უმძიმესი და გასაჭედი სტადიაა. :))))))))
დროც მშვენიერია 7.30 საათი
13:54 19-12-2017
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული