ლეონარდმა ექიმებისგან პარკეტზე დაბრუნების ნებართვა მიიღო, მაგრამ თავად კალათბურთელს თამაში არ სურს, რადგან კუნთის ტკივილი აწუხებს.
ლეონარდი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ ტკივილის დონის კონტროლირებას შეძლებს. ხოლო ადრე "სპურსის" მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა განაცხადა, რომ ძალიან გაკვირვებული იქნება, თუ ლეონარდი ამ სეზონში ითამაშებს.