ზაზა ფაჩულია ზედიზედ მეორედ NBA-ს ფინალში! - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონი" ჩამოიტოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 მაისს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფის სერიის მე-7 მატჩში "ჰიუსტონ როკეტსს" ესტუმრა და ანგარიშით 101:92 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით ოკლენდელებმა სერია 4:3 მოიგეს, დასავლეთ კონფერენციის გამარჯვებულები გახდნენ და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვეს, სადაც "კლივლენდ კავალიერსს" დაუპირისპირდებიან.

სამწუხაროდ, კვლავ არ ითამაშა ზაზა ფაჩულიამ, რომელმაც წინა შეხვედრაში 3 წუთი დაჰყო პარკეტზე.

"უორიორსს" ქულებით კევინ დურანტმა ულიდერა, რომელმაც 34 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი და 3 ბლოკი მოაგროვა. სტეფ კარის სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა, მან 27 ქულა, 10 პასი და 9 მოხსნა მიითვალა.
კლეი ტომპსონმა 19 ქულა ჩააგდო, დრეიმონდ გრინმა კი 10 ქულა და 13 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.

დურანტზე 2 ქულით ნაკლები (32) ჩააგდო ჯეიმს ჰარდენმა. ერიკ გორდონმა 23 ქულა მიითვალა, ხოლო კლინტ კაპელამ 20 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა. კრის პოლს კი ტრავმის გამო არ უთამაშია.

"გოლდენ სტეიტი" NBA-ს ისტორიაში გახდა მე-6 გუნდი, რომელიც ზედიზედ მეოთხე წელია ფინალში გადის. ერთი დღით ადრე ეს მიღწევა "კლივლენდს" ჰქონდა.

ფინალური სერია 31 მაისს, კლივლენდში დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
რა თქმა უნდა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მაინც: 1.ჰიუსტონი 65 მოგება; 2.ტორონტო 59; 3.გოლდენ სტ 58; 4.ბოსტონი 55; 5.ფილადელფია 52; 6.კლივლენდი 50. გოლდენმა მე-2 ადგილი დასავლეთ კონფერენციაში დაიკავა, ხოლო კლივლენდმა აღმოსავლეთში მე-4. ამით არ ირჩევა მოედნის უპირატესობა, არამედ საერთო ცხრილით. გთხოვთ დაბეჭდოთ, რომ ახალგაზრდა გულშემატკივრები შეცდომაში არ შევიდნენ. ზოგადად მადლობა კომენტარისთვის
alexandre
23:45 29-05-2018
0
გილოცავთ უმაგრსი წარმატება ნბას ფინალში ზაზა ეს ზან დიდი წარმატბააა ...ქართვეების ფეხი დაებედოს ნბას ფინალსს..ყველას გილოცავთ ეს უკვე მოგებაა გოლდენი 98 პოცენტი ჩემპიონია თუ რამე საოცრება არ მოხდა.მე ასე მჯერა სერიას მოიგებს 4-1 ან 4-0.. ეს იქნება შედეგი ,,,მე ასე მჯერა და ვფიკრობ
reali
13:40 29-05-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული