სენსაციური ინფორმაცია: ლებრონ ჯეიმსი შესაძლოა "გოლდენ სტეიტში" გადავიდეს

AutoSharing Option
ESPN-ის ჟურნალისტი სტეფან სმიტი სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ლებრონ ჯეიმსი ზაფხულში შესაძლოა "გოლდენ სტეიტში" გადავიდეს.

"უორიორსს" "მეფის" დამატება ძალიან სურს, მისი სახელფასო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად კი გუნდიდან ორი კალათბურთელის გაშვება გახდება საჭირო.

როგორც ჟურნალისტი ამბობს, კევინ დურანტს, სტეფ კარისა და ლებრონ ჯეიმსს თამაში ერთ კლუბში სურთ.

"გოლდენ სტეიტში" ამჟამად ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია ირიცხება, თუმცა დიდი შანსია, სეზონის დასრულების შემდეგ მან "უორიორსი" დატოვოს.

altthesportster: NBA-ში ზაზა ფაჩულიას კარიერა დასასრულს მიუახლოვდა

მკითხველის კომენტარები / 18 /
დიქსონს შეცვლის ალბათ ჩვენ ნაკრებში ... თუ ჩვენი ფედერაცია დათანხმდა რათქმაუნდა.. რაც შეეხება გუნდს ეგ თვითონ ლებრონის გადასაწყვეტია სად წავა არარსებობს მექანიზმი რო ის შეზღუდონ და რომელიმე გუუნდში უნდოდეს გადასვლა და უარი უთხრან უბრალოდ თვითონ თუ იკადრა და გადავიდა სტეიტში ვერავინ ხელს ვერ შეუშლის ამაში თან ეს წმინდა კომერციული შეთანხმება ლებრონს აწი ბევრი დროც არააქ ბავშვი არაა და რათქმაუნდა თუ სარფიან შემოთავაზებას მიიღებს და თან 99 პროცენტით გარანტირებული ექნება ჩემპიონობა რატომაც არა. აწი დროა ფული და ბეჭედები შეაგროვოს.. ბოლობოლო ზაზამ მაგ გუნდში ორი ბეჭედი იშოვა და ლებრომაც ერთი ორი იშოვოს არა გასაკვრი .. ძაან რეალურია სხვათა შორის
reali
12 ივნისი 2018 10:06
0
დარჩეს CAVS-ში და კარგი მოთამაშეები მიიყვანოს უკეთესია
თორნიკე
10 ივნისი 2018 16:38
0
გამორიცხულია ბრონი ვორიორზში გადავიდეს. სპეკულაციაა და მეტი არაფერი
G Warrior
09 ივნისი 2018 16:31
0
არა, გოლდენში არ გადადის. გადადის ჩიკაგო ბულსში! ჩემი თუ არ გჯერავთ დახედეთ მის სურათს და დარწმუნდებით, ნამდვილი ბულსია! )))
aburjga
09 ივნისი 2018 09:08
0
ლებრონიც თუ მანდ გადავიდა ამ სამეულს მე და მეზობელი ჟორიკა რომ დავემატოთ მაინც მოიგებენ, რაღად უნდათ ტომსონი, იგოუდალა და და სხვები, ერთი გრინი უნდა დაიტოვონ და "გაიასნებულია" ყველაფერი.:) ცენტრი არ სჭირდება საერთოდ.
emigranti
09 ივნისი 2018 00:39
0
და ჟორიკა აღარ არის საჭიროო?..)
მარტო გრინი?
09 ივნისი 2018 08:47
0
ალბათ ტომპსონი წავა, მაგრამ ეს გუნდი რისთვის იქმნება? ვის უნდა ეთამაშოს? არა მგონია, ტყუილი იქნება!
მერაბი გ.
08 ივნისი 2018 20:37
0
გრინი მძიმე ფორვარდია და მის პოზიციაზე ვერც დურანტი ითამაშებს და ვერს კარი, ან ლებრონი; ეს ყველაფერი სისულელე მგონია, მაგრამ თუ ვერსიაა, ისევ ტომსონი და ერთი-ორი სათადარიგო/ლივინგსტონი, ბელი.../ უნდა გაუშვან
მერაბი გ.
09 ივნისი 2018 10:22
0

რომელიღაც ლიდერი წავა გუნდიდან
ზურია
08 ივნისი 2018 15:32
0
სისულელეა, ლებრონი არასდროს ითამაშებს იმ გუნდში სადაც ის არ იგრძნობს თავს მეფე, სადაც მხოლოდ მასზე არ ააწყობენ თამაშს და მასზე არ იქნება მთელი გუნდი დამოკიდებული. გსვ-ში ეს შეუძლებელია, მათ ყავთ თავიანთი "ღმერთი" და მას სტეფ კარი ქვია, ასევეა დიურანტიც.

და ნაკლებად სავარაუდოა საერთოდ ლებრონმა კონფერენცია შეიცვალოს, ფაქტიურად ყოველ წელს განაღდებული სუპერფინალის მაგივრად არ წავა უდიდესი კონკურენციის დასავლეთ კონფერენციაში.
მიშა
08 ივნისი 2018 15:09
1
იბრძოლებენ ტიტულებისთვის,დაამხობენ ბოსტონის და ლეიკერსის რეკორდებს,ბეჭდებს აისხამენ თითებზე და იქნებიან ყველა დროის ხელშეუხბელნი.საინტერესოა
ბექა
08 ივნისი 2018 14:43
2
ლაშა, შენ ზაზას უკეთებ რეკლამას, გოლდენს სტეისტ გვაცნობ, თუ ლებრონას აბანძებ, თუ საერთოდაც ქართველები გგონივართ უვიცი იდიოტები? 1 არხის სპორტული წამყვანისა არ იყოს: ზაზა ფაჩულიას გოლდენ სტეიტმა გაიმარჯვა და აღნოსავლეთ (!) კონფერენციის გამარჯვებული გახდა!!! ვაშაააა :)
დათო
08 ივნისი 2018 14:32
0

სიახლეები პოპულარული