სენსაციური ინფორმაცია: ლებრონ ჯეიმსი შესაძლოა "გოლდენ სტეიტში" გადავიდეს

AutoSharing Option
ESPN-ის ჟურნალისტი სტეფან სმიტი სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ლებრონ ჯეიმსი ზაფხულში შესაძლოა "გოლდენ სტეიტში" გადავიდეს.

"უორიორსს" "მეფის" დამატება ძალიან სურს, მისი სახელფასო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად კი გუნდიდან ორი კალათბურთელის გაშვება გახდება საჭირო.

როგორც ჟურნალისტი ამბობს, კევინ დურანტს, სტეფ კარისა და ლებრონ ჯეიმსს თამაში ერთ კლუბში სურთ.

"გოლდენ სტეიტში" ამჟამად ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია ირიცხება, თუმცა დიდი შანსია, სეზონის დასრულების შემდეგ მან "უორიორსი" დატოვოს.

altthesportster: NBA-ში ზაზა ფაჩულიას კარიერა დასასრულს მიუახლოვდა

მკითხველის კომენტარები / 18 /
მერე ვის უნდა ეთამაშონ?
kroosi
08 ივნისი 2018 14:24
0
სისულელეა, ლებრონი არასდროს ითამაშებს იმ გუნდში სადაც ის არ იგრძნობს თავს მეფე, სადაც მხოლოდ მასზე არ ააწყობენ თამაშს და მასზე არ იქნება მთელი გუნდი დამოკიდებული. გსვ-ში ეს შეუძლებელია, მათ ყავთ თავიანთი "ღმერთი" და მას სტეფ კარი ქვია, ასევეა დიურანტიც.

და ნაკლებად სავარაუდოა საერთოდ ლებრონმა კონფერენცია შეიცვალოს, ფაქტიურად ყოველ წელს განაღდებული სუპერფინალის მაგივრად არ წავა უდიდესი კონკურენციის დასავლეთ კონფერენციაში.
მიშა
08 ივნისი 2018 15:09
1
შანსი არაა ლებრონი გოლდენში აღმოჩნდეს, აზრი დაეკარგება ყველაფერს
,,,,,,,
08 ივნისი 2018 14:21
0
ვიღაცა რაღაცა სისულელეს იტყვის ყველაფერი კი არ უნდა დაწეროთ ... ლიგა არ დაუშვებს ყველაფერს რო თავი დაანებო ამ ტრანსფერს. გაიყოფიან მერე ვარჯიშზე და სუპერ ფინალებს ითამაშებენ 4 მოგებამდე.
Emre
08 ივნისი 2018 13:43
0
ალბათ ტომპსონი წავა, მაგრამ ეს გუნდი რისთვის იქმნება? ვის უნდა ეთამაშოს? არა მგონია, ტყუილი იქნება!
მერაბი გ.
08 ივნისი 2018 20:37
0
გრინი მძიმე ფორვარდია და მის პოზიციაზე ვერც დურანტი ითამაშებს და ვერს კარი, ან ლებრონი; ეს ყველაფერი სისულელე მგონია, მაგრამ თუ ვერსიაა, ისევ ტომსონი და ერთი-ორი სათადარიგო/ლივინგსტონი, ბელი.../ უნდა გაუშვან
მერაბი გ.
09 ივნისი 2018 10:22
0
ლებრონიც თუ მანდ გადავიდა ამ სამეულს მე და მეზობელი ჟორიკა რომ დავემატოთ მაინც მოიგებენ, რაღად უნდათ ტომსონი, იგოუდალა და და სხვები, ერთი გრინი უნდა დაიტოვონ და "გაიასნებულია" ყველაფერი.:) ცენტრი არ სჭირდება საერთოდ.
emigranti
09 ივნისი 2018 00:39
0
და ჟორიკა აღარ არის საჭიროო?..)
მარტო გრინი?
09 ივნისი 2018 08:47
0
ლაშა, შენ ზაზას უკეთებ რეკლამას, გოლდენს სტეისტ გვაცნობ, თუ ლებრონას აბანძებ, თუ საერთოდაც ქართველები გგონივართ უვიცი იდიოტები? 1 არხის სპორტული წამყვანისა არ იყოს: ზაზა ფაჩულიას გოლდენ სტეიტმა გაიმარჯვა და აღნოსავლეთ (!) კონფერენციის გამარჯვებული გახდა!!! ვაშაააა :)
დათო
08 ივნისი 2018 14:32
0
იბრძოლებენ ტიტულებისთვის,დაამხობენ ბოსტონის და ლეიკერსის რეკორდებს,ბეჭდებს აისხამენ თითებზე და იქნებიან ყველა დროის ხელშეუხბელნი.საინტერესოა
ბექა
08 ივნისი 2018 14:43
2
თუ ასე იჩალიჩეს, მიცენ პირდაპირ ჩემპიონობა და მეორე ადგილისთვის ითამაშონ დანარჩენებმა..
ქუთაისელი
08 ივნისი 2018 13:57
0

რომელიღაც ლიდერი წავა გუნდიდან
ზურია
08 ივნისი 2018 15:32
0

სიახლეები პოპულარული