სენსაციური ინფორმაცია: ლებრონ ჯეიმსი შესაძლოა "გოლდენ სტეიტში" გადავიდეს

AutoSharing Option
ESPN-ის ჟურნალისტი სტეფან სმიტი სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ლებრონ ჯეიმსი ზაფხულში შესაძლოა "გოლდენ სტეიტში" გადავიდეს.

"უორიორსს" "მეფის" დამატება ძალიან სურს, მისი სახელფასო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად კი გუნდიდან ორი კალათბურთელის გაშვება გახდება საჭირო.

როგორც ჟურნალისტი ამბობს, კევინ დურანტს, სტეფ კარისა და ლებრონ ჯეიმსს თამაში ერთ კლუბში სურთ.

"გოლდენ სტეიტში" ამჟამად ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია ირიცხება, თუმცა დიდი შანსია, სეზონის დასრულების შემდეგ მან "უორიორსი" დატოვოს.

altthesportster: NBA-ში ზაზა ფაჩულიას კარიერა დასასრულს მიუახლოვდა

ასევე დაგაინტერესებთ