ESPN.com-ის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში ორგანიზებულ ღონისძიებას ასიათასობით ადამიანი დაესწრო.
"ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ საჩემპიონო აღლუმს გავმართავდით, ორ და სამ საჩემპიონო მსვლელობაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი. მაგრამ ეს ყველაფერი თქვენთვისაა!", - განაცხადა სტეფ კარიმ.
აღსანიშნავია, რომ აღლუმის დროს ლებრონ ჯეიმსსაც კი დასცინეს. კოლონაში მიმავალ გოლფის მანქანას წინ დამწუხრებული ლებრონ ჯეიმსის ფოტო მიაწებეს.

"უორიორსის" კალათბურთელი ნიკი იანგი კი საჩემპიონო აღლუმზე სულაც ხალათით მივიდა.
"გოლდენ სტეიტის" ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია კი აღლუმზე მეუღლესთან, თიკა ალავიძესთან და შიო ხეცურიანთან ერთად იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ ფაჩულია ზედიზედ მეორედ გახდა NBA-ს ჩემპიონი.