ლიდერი სტეფ კარია - ვინ რა თანხას გამოიმუშავებდა NBA-ში გასულ სეზონში

AutoSharing Option
Businessinsider.com-მა 2017/18-წლების სეზონში NBA-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელების სია გამოაქვეყნა.

ჩამონათვალს "გოლდენ სტეიტის" წევრი სტეფ კარი ლიდერობს, რომელიც სეზონში 34,7 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

მთლიანობაში, ამერიკელს "უორიორსთან" 5-წლიანი მეგა-შრომითი ხელშეკრულება აკავშირებს, რა დროშიც 201,2 მილიონი დოლარის მფლობელი გახდება.

რაც შეეხება ლებრონ ჯეიმსს, "მეფე" "კლივლენდში" სეზონურად 33,3 მილიონ ევროს იღებდა.

როგორც იცით, ის "ლეიკერსში" გადაბარგდა, სადაც 4 წელში 154 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

გასული წლის საუკეთესო ათეული კი ასე გამოიყურება:

1) სტეფ კარი (გოლდენ სტეიტი)
- სეზონში 34,7 მილიონი დოლარი
2) ლებრონ ჯეიმსი (კლივლენდი) - სეზონში 33,3 მილიონი დოლარი
3) პოლ მილსაპი (დენვერი) - 30,8 მილიონი დოლარი
4) გორდონ ჰეივორდი (ბოსტონ სელტიქსი) - 29,7 მილიონი დოლარი
5) ბლეიკ გრიფინი (დეტორიტი) - 29,5 მილიონი დოლარი
6) კაილი ლოური (ტორონტო) - 28,7 მილიონი დოლარი
7) მაიკ კონლი (მემფისი) - 28,5 მილიონი დოლარი
8) რას ვესტბრუკი (ოკლაჰომა) - 28,5 მილიონი დოლარი
9) ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონი) - 28,3 მილიონი დოლარი
10) დემარ დეროუზანი (ტორონტო) - 27,7 მილიონი დოლარი

altლებრონ ჯეიმსი კარიერას "ლეიკერსში" გააგრძელებს!

altჯონ ლუკასი: NBA-ს კალათბურთელების დაახლოებით 40%-ს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს

altჯეიმს ჰარდენმა ქალს ტელეფონი წაართვა და სახურავზე მოისროლა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
როდის იწყება ნბა ახალი სეზონი?
aburjga
08:58 27-08-2018
0
2018 წლის შემოსავლები ლებრონი 85 მილიონი კარი 76 მილიონი კევინ დიურანტი - $58 მილიონი
ჯეიმს ჰარდენი - $48,3 მილიონი.
რასელ უეზბრუკი - $47,5 მილიონი
დემიან ლილარდი - $40,2 მილიონი
ბლეიკ გრიფინი - $35,5 მილიონი
იანის ანტეტეკუმპო - $35,5 მილიონი
კარმელო ენტონი - $33,2 მილიონი
ენტონი დევისი - $32,8 მილიონი
zaza
23:04 25-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული