NBA დაიწყო! - ჩემპიონის გამარჯვება და "ბოსტონის" პირველი [VIDEO]

AutoSharing Option
17 ოქტომბერს NBA-ს რეგულარული სეზონი 2 მატჩით გაიხსნა.

ტურნირის პირველი გამარჯვება "ბოსტონ სელტიქსმა" მოიპოვა.

"ბოსტონმა" "ფილადელფია" მიიღო და ანგარიშით 105:87 დაამარცხა. "სელტიქსს" ჯეისონ ტატუმმა ულიდერა, რომელმაც 23 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. მარკუს მორისმა 16 ქულას 10 მოხსნა მიამატა. გორდონ ჰეივორდმა 10 ქულა ჩააგდო, ხოლო კაირი ირვინგმა 7 ქულას 7 პასი მიამატა.

23 ქულა და 10 მოხსნა ჯოელ ემბიდმა მიითვალა. ბენს სიმონმა კი 19 ქულა, 15 მოხსნა და 8 პასი მოაგროვა.


ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა
"გოლდენ სტეიტ უორიორსმა" შინ "ოკლაჰომა თანდერსს" უმასპინძლა და ანგარიშით 108:100 დაამარცხა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 32 ქულა სტეფ კარიმ მოაგროვა, შემდეგი კი კევინ დურანტი იყო, რომელმაც 27 ქულას მოუყარა თავი. ამდენივე ჩააგდო პოლ ჯორჯმა, ხოლო ახალწვეულმა დენის შროდერმა 21 ქულა ჩააგდო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული