დერიკ როუზმა კარიერის რეკორდი დაამყარა და ცრემლები ვერ შეიკავა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მინესოტას" გამთამაშებელმა დერიკ როუზმა "იუტასთან" მატჩში 50 ქულა ჩააგდო და პირადი რეკორდი დაამყარა.

თავის მხრივ, "მინესოტამ" 128:125 გაიმარჯვა.

30 წლის როუზის 31-დან 19 ტყორცნა ზუსტი იყო. მან 7-დან 4 სამქულიანი და 11-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. გარდა ამისა, 6 პასი, 4 მოხსნა და 2-2 ჩაჭრა და ბლოკი მოაგროვა.

ჯიმი ბატლერისა და ჯეფ ტიგის არყოფნაში როუზი სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა და პარკეტზე დაახლოებით 41 წუთი დაჰყო.

მატჩის დასრულების შემდეგ როუზმა ცრემლები ვერ შეიკავა.

"ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ბევრს და დაუღლელად ვშრომობდი და როგორც
იქნა, ეს გავაკეთე კლუბისთვის, გულშემატკივრებისთვის, ყველასთვის. მე მინდა თამაში იქ, სადაც ახლა ვთამაშობ", - თქვა როუზმა.

"მინესოტა" დასავლეთ კონფერენციაში 4 მოგებითა და 4 მარცხით მე-10 ადგილზე იმყოფება.

altზაზა ფაჩულიამ "ბრუკლინს" 12 წუთში 9 ქულა ჩაუგდო, თუმცა... [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული