"ამაზე მოთამაშის პოზიციიდან რომ ვილაპარაკოთ, მაშინ ვიტყვი, რომ კალათბურთელებმა საერთოდ არ უნდა იფიქრონ მსგავს პრობლემებზე. კალათბურთელმა უნდა ითამაშოს იქ, სადაც უნდა და ნებადართულია. კარგი იქნება, ფინა-სა და ევროლიგის ხელმძღვანელები მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ და ყველა დეტალზე შეთანხმდნენ, რომ მოთამაშეებს არ გაუჩნდეთ მსგავსი კითხვები: "ამის გამო რას მიზამენ? როგორ მოვასწრო თამაში აქაც და იქაც? გამომიშვებს თუ არა კლუბი?".
სამწუხაროდ, ორ ორგანიზაციას შორის კამათი ყველაზე მეტად იმ
თუ ფიბას მომავალში სურს დიდ ტურნირებზე საგზურების გათამაშება ასეთი ფორმატით, მაშინ მინიმუმ ევროლიგას უნდა შეუთანხმდნენ. NBA-სთან ამის გაკეთება არარეალური იქნება. სეზონი ოკეანის გაღმა ძალიან გრძელია, ხოლო მატჩების სიმჭიდროვე ძალიან მაღალია. ევროპაში გამგზავრება უბრალოდ შეუძლებელია", - თქვა გობერმა.
შეგახსენებთ, რომ ფიბასა და ევროლიგას შორის კონფლიქტის გამო საქართველოს ნაკრებიც სერიოზულად დაზარალდა, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებში ჩვენს გუნდს თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი ვერ დაეხმარნენ.