შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ზაზა ფაჩულიას, რომელმაც "ორლანდოსთან" მატჩში ფეხზე ტრავმა მიიღო.
საუკეთესო შედეგი სტუმართა კალათბურთელს, ბლეიკ გრიფინს ჰქონდა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 33 წუთში 29 ქულას, 4 პასს და 9 მოხსნას მოუყარა თავი, თუმცა საკუთარ გუნდს გამარჯვებაში მაინც ვერ დაეხმარა.
"მილოუკის" შემადგენლობაში კი ყველაზე მეტი - 25 ქულა ბრუკ ლოპესმა ჩააგდო.
"დეტროიტმა" ზედიზედ სამი მატჩი წააგო და ახლა 16 მოგებითა და 19 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს.
"პისტონსი" შემდეგ შეხვედრას 3 იანვარს, ჩვენი დროით 05:00 საათზე "მემფისთან" გამართავს.
დღის სხვა შეხვედრები კი ასე დასრულდა:
ტორონტო-იუტა 122:116
დენვერი-ნიუ იორკ ნიქსი 115:108
საკრამენტო-პორტლენდი 108:113
ლოს ანჯელეს კლიპერსი-ფილადელფია 113:119
ზაზა ფაჩულიამ NBA-ში 2018 წლის ბოლო მატჩში 8 ქულა ჩააგდო [VIDEO]