"დეტროიტმა" გამარჯვების გემო გაიხსენა - ზაზა ფაჩულია ისევ არ ჩანს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გვიან ღამით, NBA-ს მორიგ ტურში "დეტროიტი" "მემფისს" ესტუმრა და ბოლო ოთხ მატჩში პირველად გაიმარჯვა (101:94).

"პისტონსის" ქართველ ცენტრ ზაზა ფაჩულიას მონაწილეობა არც ამ მატჩში მიუღია. როგორც ცნობილია, მან ფეხზე დაზიანება "ორლანდოსთან" შეხვედრაში მიიღო.

შედეგიანობის თვალსაზრით, პარკეტზე საუკეთესოები ჯერენ ჯექსონი (26 ქულა, 2 პასი, 10 მოხსნა) და ბლეიკ გრიფინი (26 ქულა, 7 პასი, 8 მოხსნა) იყვნენ.

ამ გამარჯვებით "დეტროიტმა" 17 მოგება და 19 მარცხი დააგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს.

altზაზა ფაჩულიას გარეშე მოთამაშე დეტროიტი მილოუკისთან დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
პახმელიაზე ალბათ
ფფ
14:02 03-01-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული