"ფენიქს სანსის" გენერალურმა მენეჯერმა ჯეიმს ჯონსმა გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ სიღრმისეული ანალიზის შედეგად, გადაწყვიტეს გუნდის მთავარი მწვრთნელის შეცვლა.
ჯონსმა მადლობა გადაუხადა იგორ კოკოშკოვს და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
ESPN-ის ანალიტიკოსი ადრიან ვოინარკოვსკი საკუთარ სტატიაში აღნიშნავს, რომ გუნდს კოკოშკოვის გაშვება და მისი შემდეგ სეზონში დაბრუნება აქვს დაგემილი. ასევე, ჟურნალისტი კოკოშკოვს მოიხსენიებს, როგორც "კარგი ტაქტიკოსი, რომელიც "ფენიქსში" არსებული მუდმივი ქაოსის მსხვერპლი გახდა".
ვოინაროვსკი ამბობს, რომ "სანს" "ფილადელფიას" დამხმარე მწვრთნელი - მონტი უილიამსის მოყვანა უნდა კოკოშკოვის ადგილას, თუმცა უილიამსი მთავარ მწვრთნელად "ლოს
ანჟელეს ლეიკერსსაც" სურს.
2018 წელს იგორ კოკოშკოვი პირველი ევროპელი მთავარი მწვრთნელი გახდა NBA-ს ისტორიაში. მისი ხელმძღვანელობით, "ფენიქსმა" NBA-ს რეგულარულ სეზონში 19 გამარჯვება მოიპოვა და 63 მარცხი განიცადა.
შეგახსენებთ, რომ იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2008-დან 2015 წლამდე იყო, ხოლო შემდეგ სლოვენიის ნაკრებთან ერთად ევრობასკეტი 2017 მოიგო.
NBA: ზაზა ფაჩულიასთვის პლეი-ოფი დასრულდა, "მილუოკი" იანისის რეკორდით წინ მიიწევს [VIDEO]