NBA. პლეი-ოფი: "პატრიკ ბევერლიმ დაგვჩაგრა" - "გოლდენ სტეიტმა" შინ "კლიპერსთან" წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
25 აპრილს NBA-ს პლეი-ოფის მორიგი მატჩები გაიმართა.

"ჰიუსტონ როკეტსმა" "იუტას" უმასპინძლა და ანგარიშით 100:93 დაამარცხა. ამ მატჩში გამარჯვებით "როკეტსმა" სერია 4:1 მოიგო. მასპინძლებს ჯეიმს ჰარდენმა 26 ქულით ულიდერა, კლინტ კაპელამ კი 16 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა.

ჰიუსტონი - იუტა 100:93

"ჰიუსტონი" მეორე რაუნდში "გოლდენ სტეიტსა" და "კლიპერსს" შორის გამარჯვებულს შეხვდა, სადაც სერიაში ანგარიში (3:2) "უორიორსს" მიჰყავს.

"კლიპერსმა" სხვაობა შეამცირა, როცა სტუმრად "გოლდენ სტეიტი" ანგარიშით 129:121 დაამარცხა.

კევინ დურანტმა 45 ქულა ჩააგდო, სტეფ კარიმ - 24,
კლეი ტომპსონმა - 22. ასეთ დროს, როგორც წესი, "უორიორსი" არ აგებს, მაგრამ თანაგუნდელებმა მათ მხარი ვერ აუბეს და "კლიპერსიც" უფრო ყოჩაღი აღმოჩნდა.

"კლიპერსის" ერთბაშად 5-მა კალათბურთელმა 15 და მეტი ქულა დააგროვა. აქედან სამმა კი 20 ქულას გადააჭარბა - ლოუ უილიამსმა სულაც 33 ქულა ჩააგდო, დანილო გალინარიმ - 26, მონტრეზ ჰარელმა კი - 24. პატრიკ ბევერლიმ კი ყველაზე მეტი, 14 მოხსნა დააგროვა, რასაც 17 ქულაც მიამატა.

მატჩის შემდეგ "გოლდენ სტეიტის" მწვრთნელმა სტივ კერმა კომენტარი გააკეთა:

"პატრიკ ბევერლიმ უბრალოდ დაგვჩაგრა. ის პარკეტზე განწყობითა და ენერგიით გავიდა, რომელიც ჩვენ არ გვქონდა".

"გოლდენ სტეიტის" კალათბურთელი სტეფ კარი პირველი მოთამაშე გახდა NBA-ს ისტორიაში, რომელმაც პლეი-ოფში სამქულიანების 400-იან ნიშნულს მიაღწია.

გოლდენ სტეიტი - კლიპერსი 121:129
ასევე დაგაინტერესებთ