26 აპრილს NBA-ს პლეი-ოფის ერთი მატჩი გაიმართა, სადაც "სან ანტონიომ" "დენვერს" უმასპინძლა და ანგარიშით 120:103 მოუგო.
ამ გამარჯვებით "სპურსმა" სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 3:3 და გამარჯვებული 28 აპრილს, ჩვენი დროით 00:00 საათზე დენვერში გაირკვევა.
აღსანიშნავია, რომ "დენვერის" კალათბურთელმა ნიკოლა იოკიჩმა "სპურსთან" შეხვედრაში საკმაოდ კარგად გაისარჯა - მან 43 ქულა ჩააგდო, 12-ჯერ მოხსნა ბურთი და 9 პასი გააკეთა, თუმცა მხოლოდ სერბის შედეგიანობამ "დენვერს" ვერ უშველა.
ნიკოლა იოკიჩმა ამ მაჩვენებლით პირადი რეკორდი და კლუბის მიერ პლეი-ოფში დაგროვებული ქულების რეკორდიც გააუმჯობესა.
26 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა ლამარკუს ოლდრიჯმა, ხოლო თანაგუნდელს დემარ დეროზანი 25 ქულით შეეწია.
"დენვერსა" და "სპურსს" შორის გამარჯვებული პლეი-ოფის მეორე რაუნდში "პორტლენდს" შეხვდება.