NBA. პლეი-ოფი: ძრწოდე "ჰიუსტონ" - კევინ დურანტმა 50 ქულა ჩააგდო და "გოლდენ სტეიტს" მოაგებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო: nba.com/warriors

27 აპრილს NBA-ს პლეი-ოფის პირველი რაუნდის ბოლო მატჩი გაიმართა.

"გოლდენ სტეიტმა" სტუმრად "კლიპერს" 129:110 სძლია და სერიაში 4:2 დაამარცხა.

"უორიორს" კევინ დურანტა ულიდერა, რომელმაც 50 (!) ქულა ჩააგდო და ამით პლეი-ოფში პირადი რეკორდი დაამყარა, ადრე მისი ყველაზე მაღალი მაჩვენებლი პლეი-ოფში 45 ქულა იყო.

სტეფ კარიმ 24 ქულა მიითვალა, ხოლო დრეიმონდ გრინმა დიდი სამუშაო გასწია და სამმაგი დუბლი გაიფორმა - მან 16 ქულა, 14 მოხსნა, 10 პასი და 4 ბლოკი მოაგროვა.

"კლიპერსიდან" 29 ქულით დანილო გალინარი გამოირჩა.

გამოსარჩევი ფაქტია,
რომ "გოლდენ სტეიტი" უკვე ზედიზედ მეხუთე სეზონია NBA-ს პლეი-ოფის მეორე რაუნდში გადის. მეორე რაუნდის პირველ შეხვედრაში "გოლდენ სტეიტი" "ჰიუსტონს" საკუთარ მოედანზე მიიღებს, მატჩი 28 აპრილს ჩვენი დროით 23:30 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
..ე ჭამე ,ბაბუაწვერა ჩაუდებს ამას ჩასადებს
დინამო 72
21:41 28-04-2019
2
უმაგრესი ხარ და წარმატებებიიიი გოლდენ სტეიტსსსსსსსს.....
reali
16:57 27-04-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული