პირველ მაისს NBA-ს პლეი-ოფის მეორე რაუნდის მორიგი მატჩები გაიმართა.
"მილუოკი ბაქსმა" "ბოსტონ სელტიქს" უმასპინძლა და ანგარიშით 123:102 დაამარცხა. ამ გამარჯვებით "მილუოკიმ" სერიაში ანგარიში 1:1 გახადა.
მასპინძლებიდან ბერძენმა იანის ანტეტკოუმპომ 29 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, ერიკ ბლედსოუმ კი - 21 ქულა.
სტუმრებიდან კაირი ირვინგმა მხოლო 9 ქულა ჩააგდო. NBA-ს ერთ-ერთ საუკეთესო გამთამაშებელს თამაში აშკარად არ წაუვიდა - მან 18 ტყორცნიდან მხოლოდ 4 ჩააგდო.
"მილუოკიმ" კი "სელტიქსთან" კლუბის რეკორდი დაამყარა - მასპინძლებმა პირველ ნახევარში 11 სამქულიანი ჩააგდეს, რაც პლეი-ოფში აქამდე არ
დაუფიქსირებიათ.
მილუოკი - ბოსტონი 123:102
"გოლდენ სტეიტმა" სერიაში უკვე მეორე შეხვედრა მოუგო "ჰიუსტონს" - შინ 115:109 დაამარცხა.
29-29 ქულა მოაგროვეს კევინ დურანტმა და ჯეიმს ჰარდენმა, მაგრამ ჰარდენისგან განსხვავებით, დურანტს თანაგუნდელებმაც აუბეს მხარი - კლეი ტომპსონმა 21 ქულა ჩააგდო, ხოლო სტეფ კარიმ - 20. კრის პოლი "როკეტსს" 18 ქულით შეეწია.
შეხვედრაში სამმა კალათბურთელმა შეძლო ორმაგი დუბლის შესრულება და ძირითადად "დიდებმა". დრეიმონდ გრინმა 15, 12 მოხსნა და 7 პასი გააკეთა. როგორც ჩანს, გრინი უბრუნდება ჩვეულ აქტივობას, რომელსაც გასული სეზონის პლეი-ოფში აჩვენებდა.
კლინ კაპელამ 14 ქულას 10 მოხსნა მიუმატა, ხოლო ფი ჯი ტაკერმა 13 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.
გოლდენ სტეიტი - ჰიუსტონი 115:109