გრეგ პოპოვიჩი NBA-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება

AutoSharing Option
გრეგ პოპოვიჩი "სან ანტონიოსთან" კონტრაქტს 3 წლით გაახანგრძლივებს და NBA-ში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება - ამის შესახებ Espn-ი იუწყება.

კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმებას თვეები დასჭირდა, თუმცა, საბოლოოდ რომ ხელშეკრულება გაფორმდება, ამას წინ ვეღარაფერი აღუდგება.

70 წლის პოპოვიჩის კონტრაქტის ვადა "დენვერთან" წაგებული საპლეიოფო მატჩების შემდეგ ამოიწურა.

მას "სან ანტონიოსთან" ერთად NBA 5-ჯერ აქვს მოგებული და პლეი-ოფში ზედიზედ 22-ჯერ გავიდა, რაც ყველა დროის რეკორდია.

პოპოვიჩი ფიბას მსოფლიო ჩემპიონატსა და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე აშშ-ის ნაკრებს უხელმძღვანელებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული