5 მაისს, დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალის მესამე შეხვედრა გაიმართა, სადაც "ჰიუსტონ როკეტსმა" "გოლდენ სტეიტი" 126:121 დაამარცხა და სერიაში სხვაობა შეამცირა - 1:2.
ყველაზე შედეგიანი კევინ დურანტი იყო, რომელიც საკუთარ გუნდს 46 ქულით, 6 პასით და 3 მოხსნით შეეწია, გამარჯვებულთაგან კი საუკეთესო ჯეიმს ჰარდენი იყო, რომელმაც აქტივში 41 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი ჩაიწერა.
სამმაგი დუბლია დრეიმონდ გრინის ანგარიშზე - 19 ქულა, 11 მოხსნა, 10 პასი.
"გოლდენ სტეიტსა" და "ჰიუსტონ როკეტსს" შორის მეოთხე შეხვედრა 7 მაისს გაიმართება.