10 მაისს NBA-ს პლეი-ოფის მეორე რაუნდის მატჩები გაიმართა.
"ფილადელფიამ" შინ "ტორონტო" ანგარიშით 112:101 დაამარცხა. ამ მოგებით "სიქსერსმა" სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 3:3.
ჯიმი ბატლერმა თავის გუნდს 25 ქულა შესძინა, ხოლო ბენ სიმონსმა 21 ქულა მიითვალა. ჯოელ ემბიდმა კი 17 ქულას 12 მოხსნა დაუმატა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი, 29 ქულა კავაი ლეონარდის ანგარიშზეა, რომელმაც ასევე 12 მოხსნა მოაგროვა. პასკალ სიაკამმა 21 ქულა ჩააგდო.
ფილადელფია - ტორონტო 112:101
დღის მეორე შეხვედრაში "პორტლენდმა" შინ "დენვერს" 119:108 სძლია. გუნდებს შორის
სერიაში ანგარიში 3:3-ია.
მასპინძლებს დემიენ ლილარდმა და სი ჯეი მაკკოლუმმა ულიდერეს. ლილარდმა 32 ქულა ჩააგდო, ხოლო მაკკოლუმმა 30 ქულა მიითვალა.
"დენვერიდან" ნიკოლა იოკიჩი გამოირჩა, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა. სერბმა ლეგიონერმა 29 ქულა, 12 მოხსნა და 8 პასი ჩაიწერა აქტივში.
პორტლენდი - დენვერი 119:108
შეხხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე პარკეტზე სიტუაცია დაიძაბა - "პორტლენდისა" და "დენვერის" კალათბურთელებს შორის გაწევა-გამოწევა მოხდა.
ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც "ნაგეტსის" ცენტრმა ნიკოლა იოკიჩმა შეტევაში ჯარიმა მიიღო და პარკეტზე ზაკ კოლინსი დააგდო. შედეგად ტექნიკური ჯარიმა მიიღეს: ზაკ კოლინსმა, სეტ კარემიმ (ორივე - პორტლენდი), ტორი კრეიგმა და უილმარტონმა (ორივე - დენვერი).
ჩხუბი "დენვერისა" და "პორტლენდის" კალათბურთელებს შორის