დღეს, 22 მაისის დილით, გაიმართა NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მე-4 შეხვედრა. "ტორონტომ" საკუთარ დარბაზში "მილოუკის" უმასპინძლა.
კანადელებს მხოლოდ პირველ მეოთხედში (32:31) გაუჭირდათ, თუმცა შეხვედრის დარჩენილი დრო მათი უპირატესობით წარიმართა და მეორე მეოთხედიდან მოყოლებული, სხვაობა 6 ქულაზე ნაკლები არ ყოფილა. მატჩის ბოლოს 25 ქულითაც კი იგებდნენ მასპინძლები, თუმცა ბოლო 7 ქულის ჩაგდება მილოუკელებმა მოახერხეს და შეხვედრა "ტორონტომ" 18-ქულიანი სხვაობით მოიგო - 120:102.
გამარჯვებულთა შორის საუკეთესო კაილი ლოური გახლდათ, გამთამაშებლის ანგარიშზე 25 ქულასთან ერთად 5 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა იყო.
აღსანიშნავია, ლოურის გარდა, 10 ქულაზე მეტი "ტორონტოს" რიგებში 5 კალათბურთელს ჰქონდა - კავაი ლეონარდს (19ქ + 7 მოხსნა), სერჟ იბაკას (17 ქ + 13 მოხსნა), ნორმან პოუელს (18 ქ + 5 მოხსნა + 3 პასი), მარკ გასოლსა (17 ქ + 5 მოხსნა) და ფრედ ვანვლიითს (13 ქ + 6 პასი).
"მილოუკის" კი კრის მიდლტონმა ულიდერა. მის ანგარიშზე 30 ქულა, 6 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა იყო. ჯიანის ანტეტოკუმპომ შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა, ბერძენმა ვარსკვლავმა 25 ქულა ჩააგდო და 10-ჯერ მოხსნა ბურთი. ნიკოლა მიროტიჩმა 11 ქულა მიითვალა, ბრუკ ლოპესმა - 8, ირსან ილიასოვამ - 7.
22 მაისი, ტორონტო, "სქოთიბენკ არენა"
სერიაში ანგარიში გათანაბრდა - 2:2.
შემდეგი შეხვედრა მილოუკიში გაიმართება 24 მაისს.