"კლიპერსმა" "ლეიკერსი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს კლიპერსმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლა და 125:118 დაამარცხა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან საუკეთესო მექულე ნორმან პაუელი გახდა, რომელმაც თავი 27 ქულით, 2 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

კავაი ლეონარდმა აქტივში 25 ქულა, 7 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

"ყვითლების" მხრიდან ლებრონ ჯეიმსმა 33 ქულა, 8 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება მიითვალა.

ენტონი დევისმა გუნდს 17 ქულა, 11 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა.

ამრიგად, "კლიპერსი" 42 მოგებითა და 38 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას 9 აპრილს, "პორტლენდ ტრეილბლეიზერსთან" გამართავს.

"ლეიკერსი" 41 გამარჯვებითა და 39 მარცხით იმავე დასავლეთში მე-7 პოზიციაზე იმყოფება, 8 აპრილს კი "ფინიქს სანსს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გმადლობთ გიორგი, გვენატრება ვესტბრუკი ლეიკერსში! წავიდა და გუნდიც დაიშალა...
ბარაბან (ლეიკერი)
13:53 06-04-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული