ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს კლიპერსმა" "ოკლაჰომა სიტი თანდერს" უმასპინძლა და 127:105 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო კავაი ლეონარდი გახლდათ, რომელმაც თავი 32 ქულით, 6 მოხსნით, ამდენივე შედეგიანი გადაცემითა და 4 ჩაჭრით გამოიჩინა.
რასელ უესტბრუქმა 24 ქულა, 2 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.
"ოკლაჰომას" შემადგენლობიდან შაი გილჯეს-ალექსანდერმა გუნდს 30 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება შესძინა.
ამრიგად, "კლიპერსი" 39 მოგებითა და 35 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს. შემდეგ მატჩს 26 მარტს, "ნიუ ორლეანს პელიკანსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"თანდერი" 36 გამარჯვებითა და 37 მარცხით იმავე დასავლეთში მე-11 პოზიციაზე იმყოფება, 25 მარტს კი "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" შეხვდება.