"ტორონტომ" სერიაში 4:2 გაიმარჯვა და NBA-ს ფინალში "გოლდენ სტეიტს" დაუპირისპირდება.
არადა, პირველი მეოთხედი "მილუიკიმ" 13-ქულიანი სხვაობით (31:18) მოიგო, თუმცა შემდეგ სამივე მეოთხედი დათმო, გადამწყვეტი კი უკანასკნელი მეოთხედი იყო, რომელიც "ტორონტომ" 29:18 მოიგო.
მატჩის MVP კავაი ლეონარდი გახდა, რომელმაც საკუთარ ანგარიშზე 27 ქულა, 7 პასი და 17 მოხსნა ჩაიწერა.
სტუმართაგან გამორჩეული კი ბერძენი იანის ანტენტოკუნმპო იყო, რომელმაც 24 ქულა, 4 პასი და 11 მოხსნა მოიპოვა, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ სერიის პირველი 2 შეხვედრა, "მილუიკის" გამარჯვებით დასრულდა, თუმცა შემდეგ კანადელებმა ზედიზედ 4-ჯერ იმარჯვეს.
"ტორონტოსა" და "გოლდენ სტეიტის" ფინალის პირველი მატჩი 31 მაისს გაიმართება.