NBA. სუპერფინალის სიბრძნე: ერთი სტეფ კარი "ტორონტოს" ვერ მოუგებსო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 6 ივნისის დილით, NBA-ს სუპერფინალის მე-3 შეხვედრა გაიმართა. "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" "ტორონტო რეპტორსს" უმასპინძლა და უთანასწორო ბრძოლაში 14-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 109:123 დამარცხდა.

ამ გამარჯვების შემდეგ "ტორონტო" სერიაში 2:1 დაწინაურდა.

აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა 4-ვე მეოთხედის მოგება შეძლეს, ხოლო "გოლდენ სტეიტმა" სუპერფინალის მესამე შეხვედრაშიც 109 ქულა ჩააგდო.

კალიფორნიელებს აღნიშნულ შეხვედრაში კევინ დურანტი, კლეი ტომპსონი და კევინ ლუნი აკლდათ. 2 ტოპ-კლასის მსროლელის გარეშე მყოფი გუნდი სტეფ კარის იმედად დარჩა.

ოკლენდელების გამთამაშებელმა 47 ქულა ჩააგდო და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა, თუმცა მისი მცდელობა
გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

სტეფმა 47 ქულასთან ერთად 8 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა. შემდეგი საუკეთესო მექულე გუნდში დრეიმონ გრინი იყო. გრინმა 17 ქულა მოიპოვა და 7-ჯერ მოხსნა ბურთი. 11 ქულით დაასრულა შეხვედრა ანდრე იგუდალამ. ქვინ ქუქს 11 ქულა ჰქონდა. ძალიან ცუდად ითამაშა დემარკუს კაზინსმა. "გოლდენ სტეიტის" ცენტრმა 19 წუთში მხოლო 4 ქულა ჩააგდო და 3 ჯერ მოხსნა ბურთი.

კანადელთა რიგებში საუკეთესო კავაი ლეონარდი გახლდათ 30 ქულით. 23 ქულა და 9 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა კაილ ლაურის. დენი გრინმა გუნდს 18 ქულა შესძინა და 5 -ჯერ მოხსნა ბურთი ფარიდან. ასევე 18 ქულა მოიპოვა პასკალ სიაკამმა. ამასთან, "ტორონტოელთა" ფორვარდმა 9 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა. მარკ გასოლმა შეხვედრა 17 ქულით, 7 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემით დაამთავრა. ფრენ ვანვლითს 11 ქულა ჰქონდა.

შემდეგი შეხვედრა ზეგ, 8 ივნისს ოკლენდში, ჩვენი დროით 05:00-ზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული