NBA. ფინალი: "ტორონტომ" კვლავ მოიგო, "გოლდენ სტეიტს" სასწაული თუ უშველის? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 ივნისს გამთენიისას NBA-ს ფინალური სერიის მეოთხე მატჩი გაიმართა, სადაც "ტორონტომ" სტუმრად "გოლდენ სტეიტს" ანგარიშით 105:92 მოუგო.

"ტორონტოს" NBA-ს მოგებამდე ერთი გამარჯვებაღა აკლია.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 36 ქულა კავაი ლეონარდმა მიითვალა, რასაც 12 მოხსნაც მიამატა. სერჟი იბაკამ 20 ქულა ჩააგდო, პასკალ სიაკამმა 19, ხოლო კაილ ლაურიმ 10 ქულა მიითვალა და 7 პასი გააკეთა.

"გოლდენ სტეიტს" კლეი ტომპსონი დაუბრუნდა, თუმცა "უორიორსს" ვერც მან უშველა. მასპინძლებიდან ტომპსონმა ყველაზე მეტი 28 ქულა მიითვალა, ხოლო სტეფ კარიმ 27 ქულა ჩააგდო. დრეიმონდ გრინს კი სამმაგ
დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა - ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დამცველის ანგარიშზე 10 ქულა, 12 პასი, 9 მოხსნა, 2 ბლოკი და 1 ჩაჭრაა.

გრინმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ გუნდი ბოლომდე იბრძოლებს.

"ვიცი რასაც ნიშნავს 3-1 ფინალში. რატომ არ შევქმნათ ჩვენი ისტორია?", - თქვა გრინმა.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ფინალური სერიის დროს "გოლდენ სტეიტი" "კლივლენდს" 3:1-ს ამარცხებდა, თუმცა საბოლოოდ სერია დათმო.

აღსანიშნავია, რომ მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე გულშემატკივრება არენის დატოვება დაიწყეს და ისმოდა შეძახილები "ტორონტო წინ".

გულშემატკივრები ძალიან იმედგაცრუებულები არიან "გოლდენ სტეიტის" წაგებებით.

ფინალის მოგების იმედი აქვს სტეფ კარის, რომელმაც მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ძალუძთ სერიის ბედი თავის სასარგებლოთ გადაწყვიტონ.

მომდევნო მატჩი კანადაში 11 ივნისს გაიმართება და ჩვენი დროით 05:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ზაზა გაუშვეს და კაზინსი მოიყვანეს მაგრამ რაა >>> გადაურბინა ტორონტომ სამჯერ..... ზაზას ფაკტორი რამხელა იყო მაგს კი ვხედავთ.. აბატონო შედეგი
reali
22:17 08-06-2019
2
ფაჩულიას გარეშე შეუძლებელია NBA-ს ჩემპიონობა!
giorgi
17:16 08-06-2019
4

სიახლეები პოპულარული