"ტორონტოს" ფორვარდმა კავაი ლეონარდმა "გოლდენ სტეიტთან" (114:110) ფინალურის სერიის მე-6 მატჩში გამარჯვების შემდეგ კანადურ გუნდში გადასვლის მომენტი გაიხსენა.
შეგახსენებთ, რომ "სან ანტონიო სპურსმა" ის "რეპტორსს" დემარ დეროზანში გაუცვალა.
"გაცვლიდან იმავე დღეს თუ მომდევნო დღეს კაილს მესიჯი გავუგზავნე. მივწერე: "მოდი, რამე განსაკუთრებული გავაკეთოთ. მესმის, რომ შენი საუკეთესო მეგობარი წავიდა, მესმის, რომ ბრაზობ, მაგრამ მოდი, ისე გავაკეთოთ, რომ ამ გაცვლამ იმუშაოს. და დღეს ჩვენ ეს გავაკეთეთ", - თქვა ლეონარდმა.