კიდევ ერთი ცუდი ამბავი "გოლდენ სტეიტის" ბანაკიდან

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა "ტორონტოსთან" NBA-ს ფინალური სერიის მე-6 მატჩში წაგების შემდეგ კევინ დურანტის შესახებ ისაუბრა.

დურანტი ტრავმის გამო მომდევნო სეზონს მთლიანად გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ ისტორიაში პირველად, NBA-ს ჩემპიონი "ტორონტო რეპტორსი" გახდა.

"ახლა მთავარი ისაა, რომ კევინ დურანტს აქილევსის მყესი აქვს გაწყვეტილი და მომდევნო სეზონს გამოტოვებს. მთავარია, რომ კლეი ტომპსონმა მუხლი დაიზიანა. დეტალებს მოგვიანებით გავიგებთ. უბრალოდ საშინელებაა, რაც ამ ბიჭებმა გადაიტანეს", - თქვა კერმა.

აღსანიშნავია, რომ კალათბურთელისთვის აქილევსის მყესების გაწყვეტა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტრავმაა. აქვე გეტყვით, რომ დურანტის
ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.

altკლეი ტომპსონმა არენა ყავარჯნებით დატოვა

altისტორიაში პირველად! - "ტორონტო" NBA-ს ჩემპიონი გახდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული