"ინდიანას" პრეზიდენტი: იცით რა, ვთვლი, რომ ბითაძეს...

AutoSharing Option
"ინდიანას" პრეზიდენტი კევინ პრიტჩარდი დრაფტის შემდეგ პრესკონფერენციას დაესწრო და გოგა ბითაძეზე ისაუბრა.


შეგახსენებთ, რომ დრაფტზე ბითაძე მე-18 ნომრად სწორედ "ინდიანამ" აირჩია.

"გულწრფელად რომ გითხრათ, ვზივარ აქ და ვერ წარმომიდგენია, რომ გოგა მე-18 პიკამდე არავინ აირჩია", - თქვა პრიტჩარდმა.

"ჩვენ გვეგონა, რომ ის 18-მდე თავისუფალი არ იქნებოდა. ველოდით, რომ მას ტოპ-10-ში აირჩევდნენ. ვიცოდით გუნდი, რომელიც ამას აპირებდა, მაგრამ რაღაც შეიცვალა და საოცრად აღფრთოვანებულები ვართ".

პრიტჩარდი შეეხო იმ საკითხსაც, რომ გუნდში გოგას გარდა, კიდევ ორი ცენტრია:

"ყველა ამბობს, რომ რა საჭირო იყო
კიდევ ერთი ცენტრი, თუმცა ჩვენ ამას სხვანაირად ვუყურებთ. მაილსსაც და საბონისსაც შეუძლიათ 4 ნომრად თამაში და ამის ფონზე გოგას ძალიან კარგად შეუძლია ბლოკშოტების გაკეთება და ამ მახასიათებლითაც შესანიშნავად ჯდება ჩვენს სათამაშო სქემაში.

მე დავესწარი მის თამაშებს, სკაუტებიც ესწრებოდნენ, გამოვიყენეთ სტატისტიკა, ასევე რამდენიმე ანალიტიკური მიდგომა და შემიძლია ვთქვა, რომ ის დონჩიჩის შემდეგ საუკეთესო კალათბურთელი იყო ევროპაში. ბოლო 4-5 წლის განმავლობაში მისი მაჩვენებლები საუკეთესოების სტატისტიკასთან ძალიან ახლოსაა და განსაკუთრებით, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ ბლოკშოტების ნაწილს, რომელშიც გოგა შეუდარებელია და ბლოკშოტები კი, ჩვენი დაცვის მნიშვნელოვანი კომპონენტია".

ჟურნალისტი მარკ მონტიეთი მიიჩნევს, რომ გოგას შეუძლია ითამაშოს ტერნერსა და საბონისთან ერთად, რომლებიც როგორც ცენტრის, ისე მძიმე ფორვარდის პოზიციაზე თამაშობენ.

ლოგიკურად, გოგა მეორე ცენტრი იქნება, თუმცა მისი გაბარიტებისა და გამოცდილებიდან გამომდინარე, ბითაძე NBA-სთვის მზად არის.

პრეზიდენტს ჰკითხეს, თუ რა როლი ექნება გოგას შემდეგ სეზონში, მან კი უპასუხა:

"არც კი მეეჭვება, რომ მას მომავალ წელს თამაში შეუძლია. ლიგა, რომელშიც გამოდიოდა, კაცების ლიგაა და არა ბავშვების. ეს არ არის სახუმარო ლიგა, ის უკეთესია ვიდრე G-League. ის გაცილებით უფრო მაღალი დონეა, ვიდრე კარგი კოლეჯის გუნდი.

როგორც წესი, კალათბურთელი თუ ევროპაში კარგად თამაშობს, განსაკუთრებით, მოხსნებსა და ბლოკშტების კუთხით, ის ასევე კარგია ხოლმე NBA-ში.

გოგა უკეთესი მსროლელი ხდება, მას ძალიან კარგი მაჯა აქვს, მას შეუძლია ყველა კომპონენტში იყოს კარგი. გოგა საკმაოდ მაღალია და ფარს ზემოთ შეუძლია თამაში. ჩვენ კი ამას ძალიან ვაფასებთ".

"პეისერსის" პრეზიდენტმა აღნიშნა, თუ რატომ არის გოგას შემთხვევა განსხვავებული ისტორია და რატომ ელოდება, რომ ის წუთებს მიიღებს:

"როგორც წესი, დრაფტზე აყვანილი კალათბურთელები პლეი-ოფის კლუბებში არ თამაშობენ. მაგრამ ამ ბავშვის საკითხი სხვანაირად დგას. ის 16 წლიდან თამაშობს პროფესიონალურ გუნდში. მახსენდება ტონი პარკერი, რომელიც "სან ანტონიომ" აიყვანა. ის სწორედ ახალგაზრდული ასაკიდან თამაშობდა უფროსების კლუბში. იგივე შემთხვევა იყო ნიკლას ბატუმთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, რომ გოგას შეუძლია მალე დაიწყოს თამაში.

მე მიმაჩნია, რომ ბოლო წლებში დრაფტზე აყვანილი კალათბურთელებიდან გოგას ყველაზე კარგად შეუძლია თამაში, რადგან ის კოლეჯიდან მოსული ბავშვი არაა."

პრესკონფერენციის ბოლოს კი კევინ პრიტჩარდმა მნიშვნელოვანი რამ თქვა:

"იცით რა, ვთვლი, რომ ბითაძეს გუნდში სათადარიგო ცენტრის როლზე უფრო მნიშვნელოვანი საქმის შესრულება შეუძლია. ის თამაშზე გავლენას 19 წლის ასაკში ახდენდა და მას ჩვენს თამაშზეც შეუძლია ზეგავლენის მოხდენა."

altგოგა ბითაძის პირველი კომენტარი NBA-ს დრაფტზე არჩევის შემდეგ

alt"ინდიანას" მწვრთნელმა გოგა ბითაძესთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა

altგოგა ბითაძე NBA-ს დრაფტზე მე-18 ნომრად "ინდიანა პეისერსმა" აირჩია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალიან კარგია,რომ პლეიოფის გუნდში მოხვდა გოგა.შემოდგომამდე კუნთურ მასას კიდევ მოიმატებს და დარწმუნებული ვარ,გუნდში სათამაშოდ საკმაო დროს დაიმსახურებს.
სოსო
21 ივნისი 2019 18:35
2
პირველ რიგში გოგას ვულოცავ ამ დიდი წარმატებას..ჩვენნარი პატარა ქვეყნის წარმომადგენლის ასეთმა აღიარებამ უდიდესი სიხარული გამოიწვია ყველა ქართველში..მინდა დიდი და წარმატებული გზა ვუსურვო გოგას ნბა-ში...ასევე პატივისცემა მინდა აი ამ კაცის მიმართ გამოვხატო ...კორექტულად მოკლედ დაახასიათა და დარწმუნებული ვარ გოგას დიდ, პროფესიონალ კალათბურთელად აქცევენ.. კიდევ ერთი კარგი გუნდი გვეყოლება საგულშემატკივროდ..
bujanga
21 ივნისი 2019 17:24
0
წარმატებები გოგა! პრეზიდენტუს მხარდაჭერა და იმედი გაქ, ახლა შენს ხელ(ებ)შია ყველაფერი!
Vakhtang Lobzhanidze
21 ივნისი 2019 16:19
0
წარმატებები გოგას, მე ძალიან მეიმედება ამ ბიჭის.
პ.ს. მოაშეორეათ ეს რეკლემა შემაზიზღა ეს საიტი უკვე
გულშემატკივარი
21 ივნისი 2019 16:05
0
ძალიან მაგარი კომენტარია! ვერც კი წარმოვიდგენდი ამას. წარმატებები გოგას!
გიორგი
21 ივნისი 2019 13:37
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული