რა შემთხვევაში დატოვებს კლეი ტომპსონი "გოლდენ სტეიტს"?

AutoSharing Option
The Los Angeles Times-ის ინფორმაციით, "გოლდენ სტეიტის" კალათბურთელი კლეი ტომპსონი შესაძლოა "ლეიკერსში" ან "კლიპერსში" გადავიდეს.

გამოცემის ცნობით, თუ "უორიორსი" კალათბურთელს მაქსიმალურ 5-წლიან კონტრაქტს 190 მილიონ დოლარზე არ შესთავაზებს, ტომპსონი ლოსანჯელესური კლუბების შეთავაზებებს განიხილავს.

30 ივნისს ტომპსონი განუსაზღვრელი თავისუფალი აგენტი გახდება. მიუხედავად ტრავმისა, რომლის გამო ტომპსონი მომდევნო სეზონის დიდ ნაწილს გამოტოვებს, მოსალოდნელია, რომ "გოლდენ სტეიტი" მაინც შესთავაზებს 5-წლიან კონტრაქტს.

თავის მხრივ, "ლეიკერსი" მო ვაგნერს, ისააკ ბონგს და ჯემერიო ჯონს "უიზარდში" გაუშვებს, რომ სახელფასო ბიუჯეტში მესამე მაქსიმალური კონტრაქტისთვის ადგილი გამოყოს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული