"ბოსტონ სელტიქსის" ოფიციალურმა ვებგვერდმა კემბა უოკერის დამატების შესახებ გამოაცხადა.
"შარლოტთან" გარიგების შედეგად "ბოსტონი" უოკერის გარდა დრაფტის მერე რაუნდში არჩევის უფლებასაც მიიღებს.
ამერიკული მედიის ინფორმაციით უოკერთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერენ ხელს, რომელიც 141 მლნ დოლარზე იქნება გათვლილი.
სანაცვლოდ "ჰორნეთსი" გამთამაშებელ ტერი როზირს და მეორე რაუნდის დაცულ პიკს მიიღებს. როზირთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერენ ხელს, რომელიც 58 მლნ დოლარზე იქნება გათვლილი.