ჰარდენი და უესტბრუკი ერთად ითამაშებენ - დიდი გაცვლა NBA-ში!

AutoSharing Option
"ოკლაჰომა სიტი " და "ჰიუსტონ როკეტსი" გაცვლაზე შეთანხმდნენ - სანაცვლოდ "როკეტსი" რასელ უესტბრუკს მიიღებს, კრის პოლი კი კარიერას "თანდერში" გააგრძელებს - ამის შესახებ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

კრის პოლის გარდა "ოკლაჰომა" მიიღებს პირველი რაუნდის პიკებს 2024 და 2026 წლებში და გაცვლის უფლებას 2021 და 2025 წელს.

უესტბრუკს "ჰიუსტონში" NBA-ის კიდევ ერთი ვარსკვლავი ჯეიმს ჰარდენი დახვდება, რომელიც გუნდს 2012 წელს სწორედ "ოკლაჰომადან" შეუერთდა.

რაც შეეხება კრის პოლს, 34 წლის მოთამაშეს აქამდე "ნიუ ორლეან ჰორნეტსა" (დღეს "ნიუ ორლეან პელიკანსი) და "ლოს ანჯელეს კლიპერსში"
უთამაშია. ის 2013 წელს NBA-ის All Star-ის MVP გახდა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
სწორად სწერია მეგობარო!!კრის პოლმა მოიგო ოლ სტარის მვპ.ლებრონმა ფინალების მვპ მოიგო.შენ გეშლება პირიქით...
Dato- ს
20:08 12-07-2019
0
Mand ceria all star is mvp da ara regularulis. Jeimsi ki regularuli sezonis gaxda
Ladicha
19:47 12-07-2019
0

სიახლეები პოპულარული