"გოლდენ სტეიტის" გამთამაშებელმა სტეფ კარიმ გუნდიდან კევინ დურანტის, ანდრე იგუდალას და შონ ლივინგსტონის წასვლის შესახებ ისაუბრა.
"ისეთი კალათბურთელი დავკარგეთ, როგორიცაა კევინ დურანტი. ის ერთ-ერთი ყველაზე დიადი მოთამაშეა ისტორიაში. ასევე დავკარგეთ ორი გამოცდილი კალათბურთელი, ანდრე იგუდალა და შონ ლივინგსტონი, რომელთაც მაღალი საკალათბურთო IQ აქვთ. ისინი ჩვენი მექანიზმის ნაწილები იყვნენ.
მათ გარეშე გუნდი სხვანაირად გამოიყურება", - თქვა კარიმ 95.7 The Game-თან საუბარში.