
ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია სოციალ ქსელ ინსტაგრამში ყოფილ თანაგუნდელსა და NBA-ის ვარსკლავ კლეი ტომპსონს ისე გაეხუმრა, რომ ამ ამბავზე ყველა წამყვანმა სპორტულმა გამოცემამ დაწერა აშშ-ში.
კლეი ტომპსონმა, რომელიც საფრანგეთში ისვენებს, საკუთარ სატრფოსთან ერთად გადაღებული ფოტო პირველად ატვირთა და კომენტარებმაც არ დააყოვნა. ზაზამ, რომლის კომენტარსაც ყველაზე მეტი მოწონება აქვს, ამ შინაარსის ტექსტი დაუწერა ტომპსონს: "როგორც იქნა, ვიღაცას შეუყვარდი ძმაო".
![ზაზა ფაჩულიას ხუმრობამ ამერიკული სპორტული მედიის ყურადღება მიიპყრო [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/705b309b86f82b80231f8190210832ef.png)
მსგავსი რამ ამ ორი კალათბურთელისთვის უცხო არაა და დროდადრო მეგობრულად ეხუმრებიან ერთმანეთს და როგორც წესი, მათი ხუმრობები მედიის ყურადღებას ყოველთვის იპყრობს.