ზაზა ფაჩულია: შესანიშნავი დღეა "უორიორსში" ახალი ეტაპის დასაწყებად

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტ უორიორსის" კონსულტანტი რომ გახდა, ვიცოდით, თუმცა დღეს საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს კალიფორნიულ კლუბში პირველი სამუშაო დღე ჰქონდა და ინტერვიუ NBC Sports-ს მისცა.

"შესანიშნავი დღეა "უორიორსში" ახალი ეტაპის დასაწყებად. აქაურობა რამდენიმე თვის წინ დავტოვე და მიუხედავად იმისა, რომ "პისტონში" ვთამაშობდი, ამ პერიოდს ხანგრძლივი შვებულება შეგვიძლია დავარქვათ. შესანიშნავია დაბრუნება. ძალიან ბევრი ნაცნობი სახეა, თან, ახალ სამსახურში ყოფნის პირველი დღე მაქვს და ძალიან მიხარია.

გასახდელში შევიარე და იქ ძალიან ბევრი ახალგაზრდა კალათბურთელის სახელია. ზოგიერთს ადრეც უთამაშია ლიგაში, ზოგისთვის ეს
პირველი სეზონი იქნება. შესანიშნავი შანსი აქვთ, რომ გამოიყენონ ეს მომენტი და ჩემპიონის კალიბრის გუნდში თამაშისგან სიამოვნება მიიღონ.

დარწმუნებული ვარ, სტივ კერი ამ კალათბურთელებს სწორად გამოიყენებს და მომავალ წელს კარგი სეზონი გვექნება.

ამასთანავე, გუნდში ისეთი მოთამაშეები არიან, როგორებიც დრეიმონდი, კარი და ტომპსონია. კლეის ვესაუბრე, ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ, თან ბეისბოლის თამაშზე მისი საცეკვაო მოძრაობებიც ვნახე და ერთი რამ დარწმუნებით ვიცი, თავს შესანიშნავად გრძნობს.

ახლა კონსულტანტი ვარ და თან, მასთან შეჯიბრება იქამდე არ შემიძლია, სანამ დაბრუნებას არ მოახერხებს. თუმცა თავის დროზე უკვე დავამარცხე და კლეის მეორე შანსი აღარ ექნება (იცინის).

ჯერჯერობით არ წამომიდგენია კალათბურთის, ვარჯიშის გარეშე ცხოვრება. ამას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვაკეთებდი. სიმართლე რომ გითხრათ, თუ საჭირო გახდა, რამდენიმე წუთის სათამაშოდ მზად ვიქნები. თუმცა ვიცი, რომ ეს ჩემთვის ტრანზიციის პერიოდია. ჯერ ბოლომდე არ ვარ მზად კონსულტანტის პროფესიისა და მოვალეობებისთვის, თუმცა იმედი მაქვს, რომ დრო ამაში დამეხმარება. ძალიან მადლობელი ვარ, რომ მივიღე შანსი, ძალიან წარმატებულ კლუბში ვიმუშაო", - აღნიშნა ზაზა ფაჩულიამ.

ზაზა ფაჩულიამ NBA-ში 16 სეზონი გაატარა. ჩაატარა 1171 შეხვედრა. ამ დროის განმავლობაში ზაზამ ჩემპიონობა ორჯერ მოიპოვა, ორივე შემთხვევაში "გოლდენ სტეიტთან" ერთად. გასული სეზონი "დეტროიტ პისტონში" გაატარა და წელს კარიერაც დაასრულა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
კარგი ნაბიჯია მწვრთნელის კარიერის ასაწყობად, თუ აქ პოლიტიკაში არ უნდა მოსვლა სხვებივით. წარმატებები ზაზა, შენს გზაზე.
Status quo
15:23 09-09-2019
0
უტვინო მეტიჩრები აბობოქრდნენ. წარმოუდგენლად გასახარია უორორსში, სტივ კერის ასისტენტად მუშაობა. კერი ადრეც ამბობდა, ზაზა ძალიან ჭკვიანია და მისგან შესანიშნავი მწვრთნელი დაგებაო. კერი აღიარებულია, როგორც ჯადოქარი მწვრთნელი და არის უაღრესად განათლებული. მამამისი იოჰანესბურგის პრესტიჟული, ამერიკული უნივერსიტეტის რექტორი იყო. მაგრამ, თქვენ დიდი ბოდიში, კლავიატურაზე ცოფიანი მოტყლაპუნეების კურსები გაქვთ გავლილი და აბა ვინ გაგეჯიბრებათ. კახას თავი დაანებეთ ნაცარქექიებო, თუმცა არც არც ნაცარქექიად ვარგიხართ. სხვათა ლუკმის შემყურეებო, საცოდავებათაც აღარ ვარგიხართ.
ბებია ეპრაქსინე
12:20 09-09-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული