NBA დაიწყო! - საჩემპიონო ბეჭდები, ჩემპიონის გამარჯვება, ლეონარდი VS ლებრონი [VIDEO]

AutoSharing Option
23 ოქტომბერს, გამთენიისას, NBA-ს მორიგი რეგულარული სეზონი დაიწყო.

პირველი შეხვედრა კანადაში, ტორონტოში გაიმართა. ადგილობრივმა "რეპტორსმა" "ნიუ ორლეან პელიკანსს" უმასპინძლა და ოვერტაიმში ანგარიშით 130:122 დაამარცხა.

შეხვედრის ძირითადი დრო 117:117 დასრულდა და ოვერტაიმში სტუმრებმა მხოლოდ 5 ქულა მოაგროვეს.

"ტორონტოს" ფრედ ვანლიტმა და პასკალ სიაკამმა ულიდერეს. ორივემ 34-34 ქულა ჩააგდო, ამ უკანასკნელმა კი 18 მოხსნაც დააგროვა.

პასკალ სიაკამი გახდა პირველი კალათბურთელი 1992 წლიდან, რომელმაც რეგულარული ჩემპიონატის პირველ მატჩში მინიმუმ 34 ქულა, 18 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. 1992 წელს მსგავსი სტატისტიკა ჩარლზ ბარკლიმ
დაფიქსირა.

კაილ ლაურიმ 22 ქულა მიითვალა.

"პელიკანსიდან" ბრენდონ ინგრემი 22 ქულით გამოირჩა.

მატჩის დაწყებამდე გასული სეზონის მოქმედ გამარჯვებულებს საჩემპიონო ბეჭდები გადასცეს. აღსანიშნავია, რომ ეს ბეჭდები ისტორიაში ყველაზე დიდი ზომისაა, სხვა ბეჭდებთან შედარებით.

მეორე შეხვედრაში "სტაპლეს ცენტრში" ერთმანეთს ლოს-ანჯელესის ორი კლუბი დაუპირისპირდა.

"კლიპერსის" ახალწვეულმა კავაი ლეონარდმა გუნდს 30 ქულით ულიდერა და მეტოქე ანგარიშით 112:102 დაამარცხა.

ლეონარდმა 30 ქულას 6 მოხსნა და 5 პასი მიამატა. ლოუ უილიამსი "კლიპერსს" 21 ქულით შეეწია.

რაც შეეხება "ლეიკერსს", ქულებით ლიდერობა დენი გრინმა მოიპოვა, რომელმაც 28 ქულა ჩააგდო, ხოლო ენტონი დევისმა 25 ქულას მოუყარა თავი, რასაც 10 მოხსნაც მიამატა. ლებრონ ჯეიმსმა კი 18 ქულა, 9 მოხსნა და 8 პასი მოაგროვა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული