NBA. რეგულარული: დონჩიჩის სამმაგი დუბლი და "დალასის" წარმატებული სტარტი [VIDEO]

AutoSharing Option
26 ოქტომბერს NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღე გაიმართა.

"ბოსტონ სელტიქსმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა, თანაც ვისთან NBA-ს მოქმედ ჩემპიონთან. "სელტიქსმა" შინ "ტორონტოს" ანგარიშით 112:106 სძლია.

პასკალ სიაკამმა (33) და კაირი ლაურიმ (29) "ტორონტოს" 62 ქულა შესძინეს, თუმცა ეს მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა.

"სელტიქსიდან" ჯეილენ ბრაუნმა (25), ჯეისონ ტატუმმა (25), კემბა უოკერმა (22), გორდონ ჰეივორდმა (15) და მარკუს სმარტმა (10) მიაღწიეს 10 და მეტ ქულას და გუნდურობით მოქმედ ჩემპიონს მოუგეს.

სასტარტო შეხვედრაში წაგების შემდეგ "ბრუკლინმა" ამჯერად "ნიქსთან" 113:109 იმარჯვა. კაირი ირვინგმა
მატჩში ყველაზე მეტი 26 ქულა მოაგროვა.


"დალასმა" სტუმრად "ნიუ ორლეანი" 123:116 დაამარცხა. ლუკა დონჩიჩმა სამმაგი დუბლი გაიფორმა - მან 25 ქულა, 10 მოხსნა და 10 პასი მოაგროვა. კრისტაპ პორზინგისმა 24 ქულას მოუყარა თავი. აი მასპინძლებიდან კი 25 ქულით ბრენდონ ინგრემი გამოირჩა.

აღსანიშნავია, რომ "დალასმა" 2004 წლის შემდეგ პირველად რეგულარულის სტარტზე 2 მატჩი მოიგო.

"ნაგეტსმა" ოვერტაიმში "სანსი" ანგარიშით 108:107 დაამარცხა. მასპინძლეთა ლეგიონერმა ნიკოლა იოკიჩმა სამმაგი დუბლი გაიფორმა - სერბმა 23 ქულა, 14 მოხსნა და 12 პასი ჩაიწერა აქტივში.

"ლეიკერსმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა რეგულარულში. "ლოს ანჯელესმა" შინ "იუტას" 95:86 სძლია. მასპინძლებს ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა, რომელმაც 32 ქულა, 10 პასი და 7 მოხსნა მოაგროვა, ხოლო ენტონი დევისის ანგარიშზე 21 ქულაა. 24 ქულა "იუტადან" დონოვან მიტჩელმა დააგროვა.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ბოსტონი-ტორონტო 112:106
შარლოტა-მინესოტა 99:121
ბრუკლინი-ნიქსი 113:109
მემფისი-ჩიკაგო 102:110
ნიუ ორლეანი-დალასი 116:123
ოკლაჰომა-ვაშინგტონი 85:97
დენვერი-ფინიქსი 108:107 (95:95)
საკრამენტო-პორტლენდი 112:122
ლეიკერსი-იუტა 95:86
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული