NBA. რეგულარული სეზონი: ვესტბრუქის სამმაგი დუბლი დერიკ როუზის 31 ქულამ დაჩრდილა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 27 ოქტომბრის დილით გაიმართა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მატჩები.

"დეტროიტმა" "ფილადელფიას" უმასპინძლა და მე-2 მარცხი განიცადა - 111:117. თუმცა, ამ შეხვედრაში დერიკ როუზმა გაიბრწყინა და მატჩის მთავარი "ჰაილაითიც" სწორედ ეს იყო. 2011 წლის NBA-ის MVP-მ პარკეტზე 26 წუთი გაატარა და ამ დროში "დეტროიტს" 31 ქულა შესძინა. 



NBA-ის გასული სეზონის MVP-ს ბერძენ იანის ანტეტოკუმპოს 3-მაგ დუბლამდე 1 შედეგიანი გადაცემა დააკლდა. 9 პასი, 10 მოხსნა, 29 ქულა - ასეთი იყო იანისის სტატისტიკა "მაიმი ჰიტთან"
წაგებულ მატჩში. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ - 121:121 დასრულდა. ოვერტაიმში "მაიამიმ" "მილოუკი ბაქსს" აჯობდა და საბოლოოდ 131:126 გაიმარჯვა. მოგებულთა რიგებში საუკეთესო დრაგიჩი იყო 25 ქულით.

ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართა "ჰიუსტონ როკეტსსა" და "ნიუ ორლეან პელიკანსს" შორის. შეხვედრა "ჰიუსტონმა" 126:123 მოიგო. გამარჯვებულთა შორის შეხვედრა სამმაგი დუბლით რასელ ვესტბრუქმა დაასრულა - 10 მოხსნა, 13 პასი, 28 ქულა. ჯეიმს ჰარდენს კი,  29 ქულა ჰქონდა. დამარცხებულთა შორის საუკეთესო იგრამი იყო 15 მოხსნითა და 35 ქულით. 



სხვა შეხვედრები

"ატლანტა" - "ორლანდო" 103:99
"ნიუ იორკი" - "ბოსტონი" 95:118 
"კლივლენდი" - "ინდიანა" 110:99
"ჩიკაგო" - "ტორონტო" 84:108 
"სან ანტონიო" - "ვაშინგტონი"  124:122
"იუტა" - "საკრამენტო" 113:81
"ფინიქსი" - "კლიპერსი" 130:122

altგოგა ბითაძეს NBA-ში დებიუტი ჰქონდა, პირველი ქულებიც მოიპოვა, თუმცა... [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
რატომ დაჩრდილა მაინცდამაინც როუზმა ვესტბრუკი გაუგებარია. აგერ იგრამს სულაც 35 ქულა აუღია. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს სტატიებს უბრალო გულშემატკივრები კითხულობენ და არა კალათბურთზე თავგადაკლული პროფესიონალები, - ისინი პირველწყაროებს არჩევენ. ამიტომ რომ დაწეროთ, რომელ გუნდში თამაშობს იანისი, ზედმეტი არ იქნება.
გულშემატკივარი
15:52 27-10-2019
0

სიახლეები პოპულარული